ასობით კოლუმბიელი იბრძვის უკრაინის მხარეს. კოლუმბიას, ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, ყველაზე დიდი არმია ჰყავს სამხრეთ ამერიკაში.
„პუტინის აზრით, მეორე მსოფლიო ომი არ მოხდებოდა, პოლონეთს რომ არ ემეტიჩრა და გაეაზრებინა საკუთარი ადგილი სამყაროში. და თუ გვინდა, მესამე მსოფლიო ომი თავიდან ავიცილოთ, უკრაინელები როგორმე უნდა დავარწმუნოთ, იმით დაკმაყოფილდნენ, რასაც რუსეთი სთავაზობს“
ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერის რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ფონდმა ახალ-ახალი ავტომობილებით დააჯილდოვა ჩეჩნეთის ყველა იმამი - სულიერი წინამძღოლი.
13 თებერვალს აზერბაიჯანის „შურისძიების ოპერაციას“ სომხეთის ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - მას შემდეგ, რაც წინა საღამოს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხური პოზიციებიდან სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.
გასული კვირის ბოლო სამი დღის (9,10,11 თებერვალი) განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების რამდენიმე საკვანძო მიმართულების - სახმელეთო ჯარის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების, სადესანტო-მოიერიშე და ტერიტორიული თავდაცვის ძალების სარდლებიც შეცვალა
სოხუმი „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მისაღებად ემზადება. ისევე, როგორც 2023 წელს თბილისში, კანონის მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთშიც ოპონენტების დადუმების სურვილია. ექსპერტები მიუთითებენ იმასაც, რომ „აგენტების“ კანონი ხალხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მიღების გზებს გადაუკეტავს.
„ჩემი ძმა საკუთარ სამშოლოში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. არ აპატიეს…“, - ამბობს გერმანიაში მოკლული მებრძოლის, ზელიმხან ხანგოშვილის ძმა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხანგოშვილის მკვლელის დაბრუნება უნდა და ცდილობს, იგი რუსეთში დაპატიმრებულ ამერიკელ ჟურნალისტში გაცვალოს.
58 წლის გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად თანამდებობიდან გათავისუფლებული 50 წლის ვალერი ზალუჟნის ნაცვლად.
„არგუმენტი, რომ თითქოსდა ზალუჟნი „გუშინდელი დღის კაცია“, ერთობ არადამაჯერებლად ჟღერს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პიტერ დიკინსონი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს უკრაინის სიახლეებისა და ჟურნალ Business Ukraine-ის მთავარი რედაქტორი.
როდის დადგება ნატოს გაფართოების შემდეგი ეტაპი და რაზე უნდა დახარჯოს საქართველომ დრო და ენერგია, სანამ მისთვის ალიანსში გაწევრიანების ფანჯარა გაიხსნება.
ამერიკელი კომენტატორის, ტაკერ კარლსონის ინტერვიუს ვლადიმირ პუტინთან, თქვენ ნაცვლად ვუყურეთ და ორი საათი დაგიზოგეთ. ინტერვიუ 9 თებერვალს, გამთენიისას გამოქვეყნდა. წაიკითხეთ ყველაზე საინტერესო მომენტები, გაიხსენეთ ფაქტები და მოსაზრებები პუტინის განცხადებების უკან.
ჩამოტვირთე მეტი