მომავალი პრემიერის საგარეო პოლიტიკის პროგრამა „განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ ანიჭებს ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვასა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა ქვეყანამ მიაღწიოს უმთავრეს მიზანს - სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას.
ამერიკელი პოპულისტების კერპმა, ტაკერ კარლსონმა ინტერვიუ ჩაწერა ვლადიმირ პუტინთან. მისგან კრიტიკულ კითხვებს თითქმის არავინ ელოდება. კარლსონი ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორს” ეძახის და ამბობს, რომ აშშ უკრაინას აღარ უნდა დაეხმაროს.
7 თებერვალს, აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის ეს მეხუთე არჩევნებია, პირველად მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, სადაც ბაქომ კონტროლი 2023 წლის შემოდგომაზე აღადგინა.
რუსი ოინბაზები (იგივე პრანკერები) ვოვანი და ლექსუსი წლებია უკავშირდებიან უცხოელ პოლიტიკოსებს და რუს დისიდენტებს, რათა მოტყუებით ათქმევინონ ის, რაც სჭირდება კრემლის პროპაგანდას. ბოლო დროს მსხვერპლებს ისინი Deepfake ტექნოლოგიით აბითურებენ.
ევროპა რუსული გაზსადენის გაზზე დამოკიდებულებას ამცირებს. კრემლი ახალ ბაზრებს ეძებს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჩინეთია. შეძლებს კი რუსეთი ევროპის ჩინეთით ჩანაცვლებას და Nord Stream-2-ის მსგავსი პროექტის განხორციელებას?
ახალი თავსატეხი გაუჩნდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ - დაადგნენ გრძელ და მძიმე გზას - მექსიკის გავლით აშშ-ში მოსახვედრად. გავრცელდა ცნობა, რომ მარტის შუა რიცხვებიდან აშშ-ში მიგრაცია ძალიან გართულდება. რამდენად საფუძვლიანია ეს ცნობა?
საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლების წინაშე ბოლოჯერ წარდგა წლიური მოხსენებით. პრეზიდენტმა გააკრიტიკა პარლამენტი, მთავრობა, პრემიერი და, ბოლოს, „რეალური მმართველი“ - ბიძინა ივანიშვილი. შემდეგ გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო პოპულარული ხდება იდეა „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“, რომელიც ეკუთვნის ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილ დეპუტატს მაქსიმ რეზნიკს.
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებზე რთული გასარჩევი იყო, თუ ვინ უჭერდა მხარს მოქმედ პრეზიდენტს და ვინ - ოპოზიციის კანდიდატს. 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გასარკვევი მხოლოდ ის იქნება, გადააჭარბებს თუ არა ალიევის ზედიზედ მეხუთე გამარჯვების ზღვარი მისსავე რეკორდს.
რუსეთში მოქმედებს ავტორიტარიზმის მოდელი, რომელშიც პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თანაც, პუტინის პროპაგანდის სისტემა მკვეთრად განსხვავდება საბჭოთა მოდელისგან.
14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება C-4 ოდესიდან თბილისის გავლით რუსეთში - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ აღკვეთა სავარაუდო ტერაქტი, რომელსაც უკრაინის ქართული წარმოშობის მოქალაქე რუსეთში გეგმავდა.
ჩამოტვირთე მეტი