რადიო თავისუფლება იხსენებს რუსეთის პრეზიდენტთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც მოკლეს ან დაიღუპნენ საეჭვო ვითარებაში.
ალექსეი ნავალნი პოლიტიკაში 2000-იან წლებში მოვიდა და მალევე რუსეთის ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი გახდა. სხვებისგან ასაკი, ღიაობა და სილაღე გამოარჩევდა.
რუსული მედია წერს, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. მიზეზი უცნობია. 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა. თითქმის ერთი წელი კი - სასტიკ პირობებში, საჯარიმო იზოლატორებში.
ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილი თანამშრომელი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი - ლევ გიამერი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იძულებული გახდა რუსეთიდან საქართველოში გადასულიყო საცხოვრებლად, ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა ნავალნიმ ოპოზიციაზე და რას უნდა ველოდეთ ახლა.
„ბრძოლა არ დასრულებულა“, „ბრძოლა გრძელდება“, „ყველაფერი ითქმება, დასაბუთებულად“ - 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე და მისი ძმა „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებული უცნობი დეტალების გამომზეურებას აპირებენ.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის, მათ შორის, ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის საგარნიზონო სასამართლოებმა, შარშან სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ 2306 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. ეს 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ წრეებში პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები რამდენიმე თვეა, უკვე საჯაროდ განიხილავენ აბსტრაქტულ იდეას რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვის შესახებ, - საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან განცალკევებით. ამ იდეამ წინა კვირას საქართველოს პარლამენტშიც შეაღწია.
პარლამენტარი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ადვოკატი, სამოქალაქო აქტივისტი, პროფესიონალი სამხედროები - საქართველოს ათეულობით მოქალაქე რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა.
რუსეთში დიდი ხანია აღარავის უკვირს პატიმრობის ხანგრძლივი ვადები, რომლებითაც ციხეებსა და კოლონიებში უშვებენ (ხშირ შემთხვევაში დაუსწრებლად) არა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ საზოგადოების აქტიურ წევრებსაც, მათ შორის მწერლებს, მეცნიერებს, რეჟისორებს, პედაგოგებს და ა.შ...
სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მნიშვნელოვნად ჩათვალა. ამბობენ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრების მიზანი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა არ არის.
ასობით კოლუმბიელი იბრძვის უკრაინის მხარეს. კოლუმბიას, ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, ყველაზე დიდი არმია ჰყავს სამხრეთ ამერიკაში.
ჩამოტვირთე მეტი