81 ხმით, 6-ის წინააღმდეგ - 20 თებერვალს, „ოცნების“ უმრავლესობამ დაამტკიცა მორიგი საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც არ ასახავს საერთაშორისო რეკომენდაციებს. ექსპერტები მთავარ პრობლემას არჩევნების მიმართ ნდობას უკავშირებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მწვავედ გააკრიტიკა ოპონენტები, რომლებმაც მიმოქცევაში ე.წ. ეროვნული ვალუტის - აფსარის შემოტანა მოითხოვეს.
თებერვლის დასაწყისში სალვადორის ამომრჩეველთა თითქმის 85%-მა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს მე-2 ვადით არჩევას. ბუკელეს მმართველობისას სალვადორში კრიმინალი მკვეთრად შემცირდა, თუმცა საამისოდ, 75 ათასი ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 1.8% - ციხეში გამოკეტეს. მათ შორის ყველა დამნაშავე არ ყოფილა.
რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრება სახიფათოა.
რუსეთის ხელისუფლება ნავალნის სიკვდილს უკვე უწოდებს "უბედურ შემთხვევას", მაგრამ შეიძლება კი ამის თქმა ისეთ პოლიტიკურ პატიმარზე, რომელიც არასრული ორი წლის განმავლობაში 27-ჯერ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებაზე და, რომელსაც სისტემატურად ეპყრობოდნენ არადამიანურად?
ოპოზიციის ლიდერმა რუსეთში, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 16 თებერვალს ციხეში გარდაიცვალა, ქართველებს თავი სხვადასხვა დროს რადიკალურად განსხვავებული განცხადებებით დაამახსოვრა. ის ჯერ ამბობდა, რომ საქართველო ბომბებს იმსახურებს, მერე კი ბოდიში მოიხადა.
რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვდარია, მისი ცხედარი კი გამქრალია. პუტინის მოწინააღმდეგეებისთვის ცალსახაა, რომ ის კრემლმა მოკლა და ცხედარი მტკიცებულებების გასანადგურებლად გადამალა.
საქართველოსა და უკრაინაში შეჭრილი რუსი ჯარისკაცები ნადავლის სახით, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, უნიტაზებსაც იტაცებენ. სოციალური ქსელები სავსეა რუსი ოკუპანტების მაროდიორობის ამსახველი ფოტოებითა და ვიდეოკადრებით.
რადიო თავისუფლება იხსენებს რუსეთის პრეზიდენტთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც მოკლეს ან დაიღუპნენ საეჭვო ვითარებაში.
ალექსეი ნავალნი პოლიტიკაში 2000-იან წლებში მოვიდა და მალევე რუსეთის ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი გახდა. სხვებისგან ასაკი, ღიაობა და სილაღე გამოარჩევდა.
ჩამოტვირთე მეტი