უნგრეთში „სუვერენიტეტის თავდაცვის აქტი“ ამოქმედდა, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკურ ორგანიზაციებს უცხოური დაფინანსების მიღებას უკონტროლებს. მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები ახალ კანონს თავიანთი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მორიგ მცდელობად აღიქვამენ.
15 წლის წინ, 2009 წლის 1 თებერვალს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს (ვლადიმირ გუნდიაევი) ინტრონიზაციის ცერემონია. პატრიარქობამდე კირილე, თითქმის 20 წელი, რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე იყო.
ყინული დაიძრა - უკრაინა მიიღებს ევროკავშირის დაპირებულ 50 მილიარდ ევროს, რომელსაც გზას უნგრეთი უკეტავდა. კიევი ახლა აშშ-ის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ვაშინგტონიდან კიევისთვის დამაიმედებელი სიგნალები ვრცელდება, რომ შეთანხმების გასაჯაროება კარს არის მომდგარი.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად იმუშავებს მინისტრთა კაბინეტში. როგორ გამონახა მან საერთო ჯერ ალასანიასთან, შემდეგ გახარიასთან, ახლა კი - ირაკლი კობახიძესთან.
ავიაციის ბაზრის მონაცემებზე დაყრდნობით უკვე შეიძლება იმის თქმა, რა შედეგები აქვთ რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში და ვინ მოიგო რუსეთთან ფრენების აღდგენით.
პრორუსულმა, რადიკალურმა ჯგუფებმა „ქართული ოცნებაზე“ ბოლო ხანს წამოწყებული შეტევა ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავლის შემდეგ გაააქტიურეს. თანამოაზრე ბლოგერის - ბექა ვარდოსანიძის სუსში გამოკითხვამ ულტრაკონსერვატორები კიდევ უფრო გააბრაზა. შეტევის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია.
სტალინური დეპორტაციების შედეგად საბჭოთა მმართველობის პერიოდში 6 მილიონამდე ადამიანი საკუთარი მიწა-წყლიდან აყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ის შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქონების დეკლარაციის შევსებითა და გამოქვეყნებით მაგალითი მისცა უკრაინელ ჩინოვნიკებს, რომლებსაც დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება გარკვეული პერიოდით მოხსნილი ჰქონდათ.
მომდევნო კვირა-ნახევარში გაირკვევა, პრემიერ-მინისტრის გადადგომა როგორ შეცვლის მთავრობის შემადგენლობას. პირველ რიგში, ოთხი მინისტრის ჩანაცვლებას ვარაუდობენ. ისინი პირადად ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრები იყვნენ.
2022 წლის შემოდგომიდან რუსეთის არმია უკრაინასთან საომრად პატიმრებს იბირებს, მათგან აკომპლექტებს მოიერიშე რაზმებს, რომლებიც ფრონტის ყველაზე რთულ უბანზე იბრძვიან.
ჩამოტვირთე მეტი