ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი ამბობს, რომ მას თბილისში, საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. ის ნაცემია და დასისხლიანებული აქვს სახე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. რადიო თავისუფლების ცნობით, დაკავებულია ახალუბანში მცხოვრები ვანო გერკეული.
თბილისის გარდა, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციები გაიმართა რეგიონებშიც. მათ შორის ქუთაისში, გორში, ზუდიდში და ბორჯომში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ შეისწავლიან რამდენად კანონიერად მოიპოვეს იმ მოქალაქეების მობილურის ნომრები, რომელებსაც უცნობი პირები ბოლო დღეების განმავლობაში უკავშირდებიან. „აგენტების კანონის“ მოწინაღმდეგეებს მეორე დღეა უცხო პირები ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან.
ჩამოტვირთე მეტი