Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე


ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან.
ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან.

საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი. მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომლის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა“, - აცხადებენ უწყებაში.

დამატებით სუსში აღნიშნავენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG