თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ისინი ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებდნენ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია - რადიო თავისუფლება შსს-ს პრესსამსახურიდან ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას.
რუსეთის მთავრობაში შესაძლოა გაჩნდეს ახალი სამინისტრო, რომლის ფუნქციაც ახალგაზრდების „პატრიოტული აღზრდა“ იქნება.
„ეს არის პირველი ნაბიჯი, რეპრესიებისკენ მიმავალ არცთუ გრძელ გზაზე“ - რუსეთში უცხოურ აგენტად აღიარებული ჟურნალისტი ეკატერინა კოტრიკაძე იხსენებს, როგორ იმუშავა ამ კანონმა რუსეთში და ადარებს პროცესს, რომელიც ახლა საქართველოში მიმდინარეობს.
თბილისის მსგავსად, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციები იმართება რეგიონებშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმში, ზუგდიდში და ახალციხეში.
სანამ პარლამენტი „აგენტების კანონს“ ხელახლა განიხილავს, საქართველოს მთავრობა შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და დასავლელ მოკავშირეებს „შიდა საქმეებში ჩარევაში“, „ოპოზიციის ჩანაცვლებაში“ სდებს ბრალს, მათ წარმომადგენლებს კი სატელევიზიო დებატებში იწვევს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ მათი ლიდერისთვის, მამუკა მდინარაძისთვის მუშტის დარტყმა მათი ღირსების საკითხია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ოდიშარიამ ეს განცხადება გააკეთა, ოპოზიციის ნაწილმა მისი ნათქვამი მუქარად აღიქვა.
პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი სოციალური ქსელების მთავარი თემა გახდა - მას შემდეგ, რაც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, კომიტეტის სხდომაზე, „აგენტების კანონის“ წარდგენისას შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელიც „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
ჩამოტვირთე მეტი