4000-ზე მეტი შესწორებისა და რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის კანონპროექტი მიიღო. უკრაინას ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალა სჭირდება, ამ დროს კი ახალი კანონი საზოგადოებაში დამატებით უკმაყოფილებას აჩენს.
დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს წელს პირველად შემატა მონეტარული ოქრო: $500 მილიონის ღირებულების შვიდი ტონა ოქრო, რომელიც ლონდონიდან თბილისში უნდა ჩამოიტანონ, ქვეყნის მთლიანი რეზერვების 11%-ს შეადგენს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არ მიიღებს ე.წ. უცხო ქვეყნების გავლენების შესახებ კანონს.
"არა რუსულ კანონს" - ისმის ბოლო დღეებში ქართული თეატრების სცენებიდან. მსახიობები და რეჟისორები ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებენ. შემთხვევითია ქართული თეატრის აქტივიზმი და აქტიურობა? არა. თუ გადავხედავთ ისტორიას, ზღვარი თეატრსა და ცხოვრებას შორის, ისედაც პირობითი, კრიტიკულ მომენტებში იშლება ხოლმე.
საქართველოს მთავრობა, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო ნაკლებ საჯარო ინფორმაციას გასცემს, არათუ არაკომფორტულ კითხვებს აღარ პასუხობს, იმ დოკუმენტებსაც არ აქვეყნებს, რისი გამოქვეყნების ვალდებულებაც აქვს.
შოლცი-კობახიძის შეხვედრის წინ, „ქართული ოცნება“ კვლავ აცხადებს, რომ არ აპირებს გაითვალისწინოს „უცხოეთის აგენტების“ კანონთან დაკავშირებული საერთაშორისო კრიტიკა და არც ბრიუსელისა და ვაშინგტონის განმარტებები, რომ ამ კანონს საერთო არაფერი აქვს ევროპულ თუ ამერიკულ კანონმდებლობასთან.
ჩამოტვირთე მეტი