Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრო პოროშენკომ ანდერს ფოგ რასმუსენი თავის შტატგარეშე მრჩევლად დანიშნა


პეტრო პოროშენკო (მარცხნივ), ანდერს ფოგ რასმუსენი. 2014 წელი
პეტრო პოროშენკო (მარცხნივ), ანდერს ფოგ რასმუსენი. 2014 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავის შტატგარეშე მრჩევლად დანიშნა. რასმუსენმა განაცხადა, რომ ყოველ ღონეს იხმარს უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რეფორმების გატარებისა და ევროკავშირთან დაახლოებისთვის.

რასმუსენმა უკრაინაში შექმნილ ვითარებას საგანგაშო უწოდა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ უნდა დაიწყოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და შეუდგეს რეფორმების გატარებას. რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა რასმუსენის დანიშვნას რუსეთის მიმართ მტრული ჟესტი უწოდა. ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა კი რასმუსენის დანიშვნას უწოდა „შოუ“, რომლითაც უკრაინა ყურადღების მიპყრობას ცდილობს. ანდერს ფოგ რასმუსენს 2009-2104 წლებში ეკავა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG