Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუტინი. ომი“ - ანგარიში აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის როლზე


ბორის ნემცოვის მეგობარი ილია იაშინი ანგარიშის პრეზენტაციისას
ბორის ნემცოვის მეგობარი ილია იაშინი ანგარიშის პრეზენტაციისას

რუსეთი მილიარდობით რუბლს ხარჯავს უკრაინის მთავრობის ჯარებთან მებრძოლი სეპარატისტების დასახმარებლად. აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლისას 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, სახელწოდებით „პუტინი. ომი“, რომელზე მუშაობაც თავის დროზე ბორის ნემცოვმა დაიწყო, ამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის შემდეგ კი მისმა თანამოაზრეებმა გააგრძელეს.ანგარიშის პრეზენტაცია 12 მაისს მოსკოვში გაიმართა.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დროს მოკლული რუსი ჯარისკაცების რაოდენობის დადგენა მიჩნეულია ერთ-ერთ მთავარ შედეგად, რომელიც მოჰყვა ბორის ნემცოვის მიერ დაწყებულ საქმეს.

ანგარიშში „პუტინი. ომი“ წერენ, რომ 2014 წლის აგვისტოში, უკრაინის ტერიტორიაზე იერიშისას, დაიღუპა, სულ ცოტა, 150 რუსი სამხედრო მოსამსახურე. კიდევ 70 კაცი - მათ შორის, 17 მედესანტე - წელს, იანვარ-თებერვალში მოკლეს ქალაქ დებალცევოსათვის ბრძოლაში.

2014 წელს დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს მთავრობა 2 მილიონი რუბლით ან 39 ათასი დოლარით დაეხმარა, ოღონდ მათ ჩამოართვა ხელწერილი, რომ საჯაროდ არ ისაუბრებდნენ ამ თემაზე. კომპენსაციას დაჰპირდნენ წელს დაღუპული სამხედროების ოჯახებსაც, მაგრამ მათ ჯერ არაფერი მიუღიათ. 65-გვერდიან ანგარიშში, სახელწოდებით "პუტინი. ომი", რომელიც მოსკოვში მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის უკანასკნელი პროექტი იყო, კიდევ ბევრი სხვა ინფორმაცია არის თავმოყრილი.

„ყველაზე მთავარია სიმართლის თქმა. ამ მოხსენების მთავარი მიზანიახალხს ვუთხრათ სიმართლე. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას ეკისრება პასუხისმგებლობა დანაშაულებზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ავანტიურაზე, რომლის მსხვერპლიც გახდნენ როგორც უკრაინის მოქალაქეები, ისე ჩვენი რუსი თანამოქალაქეები“.

ჩვენი აუდიტორიაა რუსეთის მთელი ხალხი - ადამიანები, ვისაც სჯერა პუტინის, ადამიანები, ვინც მას არ ემხრობა, პუტინის პოლიტიკის მომხრეები. გვსურს, საზოგადოებას შევთავაზოთ დისკუსია. გვსურს ადამიანებს ვუამბოთ სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდება რუსეთში...
ილია იაშინი

ეს სიტყვები წარმოთქვა მოსკოვში, ანგარიშის პრეზენტაციისას, ბორის ნემცოვის მეგობარმა და თანამოაზრემ ილია იაშინმა - იმ კაცმა, რომელსაც ნემცოვმა სიკვდილამდე ორი დღით ადრე, 2015 წლის 25 თებერვალს, სთხოვა გამოძიებაში დახმარება. ნემცოვი აგროვებდა მასალებს, რომლებიც ადასტურებდა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების ბრძოლის ფაქტს. 27 თებერვალს ნემცოვი, რომელიც მუდამ მძაფრად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, კრემლთან მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. მას შემდეგ, ორთვე-ნახევარში, გამოძიება სწორედ იაშინის ხელმძღვანელობით დაასრულეს ოპოზიციონერმა აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა.

„ჩვენი აუდიტორიაა რუსეთის მთელი ხალხი - ადამიანები, ვისაც სჯერა პუტინის, ადამიანები, ვინც მას არ ემხრობა, პუტინის პოლიტიკის მომხრეები. გვსურს, საზოგადოებას შევთავაზოთ დისკუსია. გვსურს ადამიანებს ვუამბოთ სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდება რუსეთში, რა ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში. გვსურს პუტინი ტყუილში ვამხილოთ, გვსურს ადამიანებს ვუთხრათ, რომ რუსეთის პრეზიდენტი -ადამიანი, რომელიც აკონტროლებს ბირთვულ პოტენციალს, ადამიანი, რომელიც სათავეში უდგას უზარმაზარ ქვეყანას - ატყუებს რუს ხალხს და ატყუებს მთელ მსოფლიოს“. - ეს სიტყვები წარმოთქვა ილია იაშინმა ანგარიშის „პუტინი. ომი“ პრეზენტაციის დროს.

კიევი და ნატოც ლაპარაკობენ უტყუარ მტკიცებულებებზე, რომლებიც ეჭვს არ ტოვებს უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის კონფლიქტში რუსეთის პირდაპირ სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით. ხოლო, გაეროს მონაცემებით, შარშანდელი აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა 6100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ტექსტი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ ნემცოვის ანგარიშად, 11 თავად არის დაყოფილი: ისინი ასახავს, ზოგადად, რუსეთის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით, პროპაგანდის გამოყენებას, ყირიმის ანექსიას, შარშან ივლისში მალაიზიის აეროკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. ანგარიში ინტერნეტშიც გამოქვეყნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG