18 დეკემბერს მიგრანტთა საერთაშორისო დღეა. რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ჯაში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი. მან ილაპარაკა მიგრაციული პროცესების შესახებ ინფორმაციის ფლობისა და გავრცელების მნიშვნელობაზე; მიგრაციის პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების კავშირზე საქართველოს ევროინტეგრაციასთან. გიორგი ჯაში თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია პოტენციური ემიგრანტებისა და უკვე ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ.