ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2014 თბილისის დრო 09:36

ეკონომიკა / საქართველო

გასული წლის სტატისტიკური სურათი

x
სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი საქართველოს ეკონომიკის 2012 წლის ნათელ სურათს იძლევა. დაზუსტებული მონაცემები ცნობილი გახდება მხოლოდ 1-2 თვის შემდეგ, ამ ეტაპზე კი შესაძლებელია დამუშავდეს წინასწარი სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც  ქვეყნის ეკონომიკის ტენდენციებს აჩვენებს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და მანამდეც არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ექსპერტმა დააყენა ეჭვქვეშ საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციის სიზუსტე. მათი ეჭვები შეეხებოდა უმუშევრობის მაჩვენებლებს, ინფლაციის დონეს, ეკონომიკის ზრდის ტემპს და სხვ., თუმცა მაშინაც და ახლაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ნამუშევარს ნდობას უცხადებენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე რიგითი მომხმარებლები. ამაზე მეტყველებს საქსტატის პროდუქციის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილება. სამსახურის უფროსის ზაზა ჭელიძის განცხადებით, გაზრდილია როგორც საქსტატის პუბლიკაციების, ასევე ვებგვერდზე შემოსულთა რაოდენობა:

გასული წლის სტატისტიკური სურათი
გასული წლის სტატისტიკური სურათიi
|| 0:00:00
...    
🔇
X


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
05.01.2013 22:31
ძალიან საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, როგორ არის საქართველოში საარსებო მინიმუმი სულ რაღაც 150 ლარის ტოლი. ან რატომ ხდება, რომ საქართველოში ოფიციალური უმუშევრობა ისე იანგარიშება, რომ თურმე ესპანეთში უფრო მაღალია. ბატონი ჭელიძის სამსახურის ვებ-გვერდზე შესვლა თუ გაიზარდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისი სამსახურის მონაცემების ობიექტურობის უტყუარობას. სანამა საქართველოში 17 წლის მოზარდი, რომელიც კვირაში რამდენიმე საათი უმუშევარი მამის განცხადებებს ათავსებს ვებ-გვერდებზე, - "დასაქმებულად" შეიძლება ჩაითვალოს, უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი სადღაც 15%-ის დონეზე - ლამაზად გაფორმებული ბლეფია და მეტი არაფერი. და ჟურნალისტი თუ მსგავს კითხვებს დაუსვამდა რესპოდენტს, ალბათ, ინტერვიუც უფრო საინტერესო იქნებოდა. სტატისტიკის სამსახური უნდა იყოს თავისუფალი მთავრობის პოლიტიკური შეკვეთებისაგან. სწორია, რომ ბენზინის და სურსათის ფასების კლების ფონზე დეფლიაცია ფიქსირდება, მაგრამ ისიც გვახსოვს, როგორ იმატებდა ზოგჯერ ამ პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად, ხოლო სამომხმარებლო კალათის სპეციალური გადასხვაფერებით (როცა გაძვირებული პროდუქციის ხვედრითი წონა იკლებდა, ხოლო იმ წუთში გაუძვირებელისა - იმატებდა), ხელოვნურად ხდებოდა ინფლაციის რეალური მაჩვენებლის მისადაგება პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილებთან.

სხვა მასალები

აუდიო ევროპარლამენტში თბილისს პრეზიდენტი მარგველაშვილი წარმოადგენს

საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში წარმოდგენილი იქნება პრეზდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით. სტრასბურგში ჩავა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილიც.
გაგრძელება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2014 წლის 17 დეკემბერი

გაზეთი „კომერსანტი“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობაზე წერს. სტატიის მიხედვით, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, „საქართველოს არაფორმალური მმართველის“ პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებას ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ვარაუდობს.
გაგრძელება

აუდიო აღინიშნა სექსმუშაკების უფლებების დაცვის დღე

2005 წლიდან სექსმუშაკთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სიმბოლოდ წითელი ქოლგა მიიჩნევა, ამ დღეს ეწყობა ასევე „წითელი ქოლგების მარშიც“.
გაგრძელება

აუდიო საყდრისის ფართომასშტაბიანი „დაშლა-გადატანა“

სტვენითა და შეძახილებით დასრულდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკა ანთიძის, პრესკონფერენცია.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული