Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან სალუქვაძე: მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო 


ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე

ცოტა ხნის წინ დაზვერვის სამსახურში თანამდებობა დატოვა და არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა ბრიგადის გენერალმა ამირან სალუქვაძემ, რომელმაც დასაწყისშივე მიიპყრო მედიის ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთებული ანალიტიკური შეფასებებით.

გენერალი სალუქვაძე სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მცოდნე ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური ექსპერტია საქართველოში. ვიდრე სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსის მრჩეველი გახდებოდა, 2003-2005 წლებში იგი იყო თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების სარდალი. ამირან სალუქვაძე ფიქრობს, რომ მისი ცოდნა და ანალიტიკური უნარი ახლა უფრო სამოქალაქო სექტორს სჭირდება, ვიდრე სამთავრობო სტრუქტურებს.

დაბრკოლების ზოლი
please wait

No media source currently available

0:00 1:00:00 0:00

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG