პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 14:34

პოლიტიკა

ოკუპაციის ღამე ახალგაზრდებმა ცხინვალის მისადგომებთან აქციით აღნიშნეს

ერგნეთში ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართაi
X
25.02.2013
საზოგადოებრივი კავშირი „დროას“ წევრებმა ერგნეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. ე.წ. საზღვრიდან, რუსების საგუშაგოდან ოციოდე მეტრის დაშორებით, აქციის მონაწილეებმა მშვიდობის სიმბოლური ჯაჭვი შეკრეს, სანთლებით საქართველოს დროშა გამოსახეს და ოკუპირებული ტერიტორიისკენ მანათობელი ფრანები გაუშვეს. აქციის დევიზი იყო „დროა, დასრულდეს საქართველოს ოკუპაცია! დროა ერთობის! არა ოკუპაციას!“

მულტიმედია

აუდიო
წუხელ სოფელ ერგნეთში ახალგაზრდები ჩავიდნენ და საქართველოს ოკუპაცია რუსული საგუშაგოდან რამდენიმე მეტრში გააპროტესტეს. საზოგადოებრივი მოძრაობა „დროას“ წევრებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სიახლოვეს გამართეს. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს. თეონა ჭალიძე  ამბობს, რომ ამ აქციის გამართვა იმ სოფელში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება,  მნიშვნელოვანი იყო. მისი აზრით, დროა რუსეთის ჯარმა შეწყვიტოს ოკუპაცია და სახლში დაბრუნდეს. 

ახალგაზრდებმა ერგნეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის  სიმბოლური ჯაჭვი შეკრეს, სანთლები აანთეს და ცაში მანათობლები გაუშვეს. აქციაზე სოფლის მოსახლეობაც გამოვიდა. ერგნეთელების  ერთი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის შიშით, რომ მანათობლებით რუსების გაღიზიანებას შესაძლოა სროლა მოჰყოლოდა. ამიტომ ახალგაზრდებს უკან დახევისკენ მოუწოდებდნენ. იქვე იმყოფებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და პოლიციაც მობილიზებული იყო. აქცია რუსების საგუშაგოდან დაახლოებით 50 მეტრში გაიმართა.

აქციის მონაწილე გიორგი ბიჩინაშვილი ამბობს, რომ მათი ერგნეთში ჩასვლა ადგილობრივი მოსახლეობის თანადგომისკენაც იყო მიმართული, რადგან სოფლის მცხოვრებლები ყოველდღიურად ხედავენ რას ნიშნავს ოკუპაცია. 

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა,  საქართველოს დედაქალაქი დაიკავა და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ტეროტორიების ანექსია-ოკუპაციას რუსეთი დღესაც აგრძელებს და „დროა დასრულდეს ოკუპაცია.“


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

აუდიო პაატა შეშელიძე დანაზოგების შესახებ

31 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი.
გაგრძელება

აუდიო ნავთობზე ფასების კლება

​ივნისიდან მოყოლებული, საფონდო ბირჟებზე ნავთობის ფასი 20 პროცენტით დაეცა, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა ისეთ ექსპორტიორ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი და ირანი.
გაგრძელება

ადვოკატით სარგებლობის უფლება

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ლეილა იუნუსი აცხადებს, რომ მოუხსნეს თავისი ადვოკატით სარგებლობის უფლება.
გაგრძელება

აუდიო მეცნიერება და ღმერთზე მსჯელობა

2012 წელს შვეიცარიაში, ცერნის დიდ ჰადრონულ ამაჩქარებელზე, ჰიგსის ბოზონის მსგავსი ნაწილაკის აღმოჩენა ვერ მოხდებოდა და, შესაბამისად, ვერც ნობელის პრემია გადაეცემოდათ პიტერ ჰიგსს და ფრანსუა აგლერს, რომ არა დიდი საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრები, რომელთაგან ერთ-ერთის ჯგუფის წევრი არის ერეკლე მაღრაძე.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული