რუმინეთში მდებარე დევესელის ბაზაზე ხუთშაბათს ნატოს ანტისარაკეტო ფარი ამოქმედდება.
"როიტერსის" ინფორმაციით, „იჯისის“ ანტისარაკეტო სისტემის ამოქმედების ცერემონიაში, რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ევროპაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის რობერტ ბელის თანახმად, სულ მალე ანტისარაკეტო ფარი გადაეცემა ნატოს სარდლობას, რომელმაც ევროპაში ალიანსის ქვეყნების საჰაერო თავდაცვა უნდა უზრუნველყოს. ამას გარდა 13 მაისს პოლონეთის დაბა რედზიკოვოში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის კომპლექსური სისტემის მშენებლობა დაიწყება.
დაწერეთ კომენტარი