კიევში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ უკრაინა უფრო საკუთარი იარაღის იმედად უნდა იყოს, ვიდრე დასავლელი პარტნიორების. სამამულო წარმოების იარაღებიდან, რომელიც ბრძოლებში გამოიყენება (მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის) არის - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ოლჰა“.
საქართველოში დანიის ელჩს მმართველი პარტია არაკომპეტენტურს, მის განცხადებას კი, სადაც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებს, სიბინძურეს უწოდებს.
მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანმა ხატმა და მასზე საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ, ხატი გადაწერონ, ახლა უკვე პრორუსულ, „კონსერვატიულ ფლანგსა“ და რელიგიურ წრეებს შორის შეიტანა განხეთქილება.
თურქული გემები, უკონტროლო თევზჭერა და საშინელი სუნი, რომელიც სოხუმშიც იგრძნობა - სოციალურ ქსელებში ოკუპირებული აფხაზეთიდან გავრცელებული ვიდეოების ავტორები ბოლო დღეებში ამ სამ რამეს უჩივიან. თურქული თევზსაჭერი გემების იქ ყოფნას არც დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს.
2024 არჩევნების წელია - წელს არჩევნები მსოფლიოს 76 ქვეყანაში ჩატარდება. ხმას მისცემს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო 11 და 12 იანვარს განიხილავს სამხრეთ აფრიკის საჩივარს, რომელშიც ის ისრაელს ბრალს სდებს ღაზის სექტორში პალესტინელების გენოციდში და სამხედრო ოპერაციის შეჩერებას მოსთხოვს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის 27 წლის ვაჟი მამის ოფიციალურ შეხვედრებზე გამოჩნდა - არადა, მას რაიმე ოფიციალური პოზიცია არ აქვს. ამზადებენ ჰეიდარ ალიევ უმცროსს „ალიევების დინასტიის“ გასაგრძელებლად? რა ვიცით მასზე?
ხელისუფლების ლიდერები სანთლებით ხელში ეკლესიაში, რელიგიურ დღესასწაულებზე - ეს სურათი, უკვე წლებია, ჩვეულია საქართველოსთვის. საპატრიარქოს, პატრიარქის ან მღვდელთმსახურთა პოზიციების კრიტიკა კი მკრეხელობად მიიჩნევა.
ქალაქი ნანგანი, მაცუს კუნძულები, ტაივანი: იუ ტიან ჟენის ყოველი დილა, ექვს საათზე იწყება - ნანგანის თევზის ბაზრობაზე, რომელსაც ადგილობრივები რატომღაც „ლომის ბაზრობას“ ეძახიან.
როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ მოსვლის მიზეზებს განმარტავდა, თქვა, რომ ოპოზიცია „განადგურებულია“ და სწორედ ამ ფონზე სჭირდება „ქართულ ოცნებას“ მისგან შველა და ცდუნებებისგან დაცვა.
“პუტინს ფეხებზე კიდია მშვიდობიანი პროტესტი, საერთოდ არ ეშინია მათი. პუტინს ეშინია ხალხის, ვისაც შეუძლია საკუთარი მიზნების და იდეალების გამო ხელში იარაღი აიღოს...” - ამბობს რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი (2007-2016 წ.წ..) ილია პონომარიოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი - ვირუსით გამოწვეული დაავადებების სიმპტომებს ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის.
ჩამოტვირთე მეტი