ბლოგერი უჩა აბაშიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა ამისთვის მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს.
9 მაისის ღამით გაგრძელდა "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე აქტივისტების წინააღმდეგ ფიზიკური აგნგარიშსწორება. თავს დაესხნენ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუას. იგი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ რამდენიმე პირმა სცემა.
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ ექვსივე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს. მათგან ოთხის [ანდრეი რაუტბერგის, გიორგი შანიძის, ვაჟა დურგლიშვილისა და ფრიდონ ბუბუტეიშვილის] საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განიხილა.
რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ თავის სახლში დააკავეს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე, ის ხელბორკილდადებული ჩასვეს პოლიციის მანქანაში. დაკავებისას მისი ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო სად წაიყვანა ის პოლიციამ.
ჩამოტვირთე მეტი