სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 20:41

პოლიტიკა / საქართველო

"გვაერთიანებს ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და ევროპაში ინტეგრაციისკენ"

ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. ეს იყო მისი რიგით მეოთხე გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე.

სააკაშვილმა პოდიუმი გამოიყენა რამდენიმე საკითხზე ყურადღების გასამახვილებლად. მათ შორის იყო ოკუპაციის პრობლემა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა და საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ.

„როგორც ყველგან, სადაც დემოკრატიაა, საქართველოშიც არის შესაძლებელი, ამომრჩევლის ნებით უმრავლესობის შეცვლა. მაგრამ ჩვენი ხალხის მისწრაფება თავისუფლებისა და ევროპაში ინტეგრაციისკენ, სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ განხეთქილებას და გვაერთიანებს. ეს არის დღეს ჩემი მთავარი სათქმელი და მასზე სასაუბროდ ვერ წარმომიდგენია იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე ეს ასამბლეაა. ევროპის საბჭო აერთიანებს ჩვენი კონტინენტის ყველა ქვეყანას იმ პრინციპებისა და ფასეულობების გარშემო, რომლებიც ევროპის ბედს განსაზღვრავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ფასეულობები და პრინციპები, რომლებმაც დაანგრია ბერლინის კედელი და შესაძლებელი გახადა ევროპის გაერთიანება. ეს ფასეულობები - თავისუფლება, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური ანგარიშვალდებულება და კანონის უზენაესობა, უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის, და ისინი მამოძრავებდა ჩემი, როგორც პოლიტიკოსის მთელი ცხოვრების განმავლობაში,“ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდზე საუბრისას გამოყო თავისი გუნდის ბრძოლა კორუფციის, ორგანიზებული დამნაშავეობის, საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი ბიუროკრატიული დაბრკოლებების წინააღმდეგ. მისი თქმით, ამ ბრძოლის შედეგებმა დაამტკიცა, რომ კორუფცია და ავტორიტარული მმართველობა არ არის ქვეყნის ბედისწერა. მაგრამ საქართველოს ძვირად დაუჯდა ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის არჩევაო - დასძინა სააკაშვილმა. ბოლო ათწლეულის მანძილზე "საქართველოს ემუქრებიან, მისთვის ემბარგო აქვთ გამოცხადებული, ის დაუბომბავთ, ის ოკუპირებეულია, ჩვენს ორ რეგიონში ეთნიკური წმენდა განხორციელდა", განაცხადა სააკაშვილმა. კრიტიკა ამ კონტექსტში, ცხადია, რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.

საქართველოს პრეზიდენტმა გააკრიტიკა საქართველოს მთავრობაც. მან ერთობ პირქუში სურათი დახატა - შერჩევითი სამართლებრივი დევნის, რომელიც, სააკაშვილის თქმით, მიმართულია წინა მთავრობის წევრების, ოპოზიციონერი დეპუტატების, ადგილობრივ ხელისუფალთა, დამოუკიდებელი მედიის წინააღამდეგ. პრეზიდენტმა ახსენა შანტაჟი და ზეწოლა.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ახალი ხელისუფლება ძალიან ხშირად უმცირესობის ნებისმიერ აქტივობას პოლიტიკურ ელფერს აძლევს და ხშირად თავდასხმებიც ხდება.

პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს და მას ”მეცხრე არხთან” აერთიანებს, რომელიც მისი ოჯახის მფლობელობაშია.

მისივე თქმით, ახალი მთავრობა არ უნდა ეცადოს, რომ გადაშალოს ის, რაც გაკეთებული იყო, არამედ უნდა სცადოს, უფრო წინ წავიდეს და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.

"ჩვენი გადაწყვეტილება იყო, მოგვეშალა ნებისმიერი კომუნისტური მემკვიდრეობა, მაგრამ არის თუ არა გამართლებული დღეს სტალინის ძეგლების დაბრუნება, როგორც ეს ხდება ზოგიერთ რეგიონში, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით და სახელმწიფო თანხებით ფინანსდება", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა.

"მე შემეძლო, რომ ხელი შემეშალა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ეს არ გავაკეთე. ჩვენ მივეცით ახალ მთავარობას შესაძლებლობა, რომ მთლიანად თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. ვთვლი, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რადგან ახალი ხელისუფლება მთლიანად გრძნობს პასუხისმგებლობას, შედარებით შესუსტებული როლი აქვს პრეზიდენტს და ასეთი ნეიტრალური არბიტრის როლი სწორედ კონსტიტუციის საფუძველში დგას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართულ დებატებში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, პირველი ოქტომბერის შემდეგ მიიღო, როცა დაუყოვნებლივ, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე მიიღო არჩევნების შედეგები.

„თუმცა, მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებდი იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა, მაგრამ ოპტიმისტურად ვუყურებდი საქართველოს მომავალს და ვიცოდი, რომ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს სწორი გამოცდილება, განვითარების სწორ გზაზე დადგეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა უპასუხა პარლამენტარების შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა რუსეთთან ურთიერთობის, კოჰაბიტაციის, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სხვა სიტყვებით ხელახლა განმარტა პოზიცია, რომელზეც ძირითად გამოსვლაში ისაუბრა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 21-დან 25 იანვრამდე გრძელდება. 23 იანვარს განიხილავენ მოხსენებას აგვისტოს ომის შემდგომი ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ. მოხსენება მოამზადა მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტმა.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: NATIA
04.02.2013 01:57
"ღმერთმა მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ სიმართლით გატაროთ თქვენ"
------------------------------------------------
ვააა, როგორ მოხდა, ერთხელ კეთილი სიტყვებიც ამოცდა ბაგეთა თქვენსას ?!)) - მადლობა !

ავტორი: სიმართლისმოყვარე საიდან გვწერთ: საქართველოდან
22.01.2013 16:49
ავტორი: Patrioti
22.01.2013 16:28 დაგლოცავთ-ღმერთმა მთელი დარჩენილი ცხოვრება იმ სიმართლით გატაროთ თქვენ, (ანონიმი- ნატია და სხვა მიშას მომხრეები) რა სიმართლითაც მიშამ ისაუბრა!

ავტორი: Patrioti
22.01.2013 16:28
ყოჩაღ მიშა, ყველაფერი მართალი იყო რაც თქვი. შენი თქმა რად უნდოდა ისედაც ყველაფერს ხედავენ ,მაგრამ კარგი ქენი რომ ყველაფერს თავისი სახელი უწოდე.

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
22.01.2013 15:22
"გვაერთიანებს ხალხის სწრაფვა თავისუფლებისა და ევროპაში ინტეგრაციისკენ"–შენგან გვყოფს და გვაპირისპირებს შენი თავკერძა ამბიციურობა, კრიმინალურობა და პოპულიზმი...

ავტორი: ნოსტრა საიდან გვწერთ: დამუსიდან
22.01.2013 10:49
დემოკრატიულ საბურველში შეფუთული ანტიქართველი ადოლფი მისი ანტიქართველი ნაციონალებით...საბედნიეროდ მისი უკანასკნელი გამოსვლაა, ამიტომაც იკბინებოდა შემოდგომის ბუზივით... მალე გიხილავთ გლდანში, შენივე აშენებულ დაწესებულებაში...

ავტორი: tutuci
22.01.2013 08:51
ჩემი რჩეული არის საქართველო და არა რომელიმე პოლიტიკოსი

არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს იდეების მიმდევარი და არც ფანატიკური დამოკიდებულება მქონია პოლიტიკოსების მიმართ

40 წელზე მეტია ვუყურებ თუ როგორ ანადგურებენ და მორიგეობით მარხავენ ამ ქვეყანას პოლიტიკოსები და მათი გამფანატებელი ქართველები და მერე ამას რუსებს და მანქურთებს, მასონებს და მასონების მიერ დაფრენილ ეშმაკებს აბრალებენ

ასე რომ ვინ ვის ჩაეფსკვნება მე არ ვიცი, მე ვიცი რომ ქვეყანას სჭირდება განათლებული და მოაზროვნე ხალხი, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აიძულებს აკეთოს ქართული საქმე

მაგრამ ამ განათლებული ხალხის მოძებნა უფრო რთული საქმე აღმოჩნდა ვიდრე ოქროს თევზის დაჭერა

და ეს პოლიტიკურ-ინტელექტუალური სიბნელე და აქედან შობილი ბელადომანია (რა მნიშვნელობა აქვს რომელ თაობას ვაკრიტიკებთ ბელადომანიის გამო- თუ ხანდაზმულები სტალინს ეტრფიან, მაშინ შეხედე მიშიანელების ახალგაზრდა თვალებს-რამდენი სააკაშვილი კიაფობს მათში) რადიკალიზმი და რაღაც ფსევდო-ღირებულებების გაღმერთება უკვე 20 წელია ძვლებს უღრღნის ამ ქვეყანას

ასე რომ შენ თუ სააკაშვილის ფანი ხარ, მე ჩემი ქვეყნის ფანი ვარ და ძალიან განსხვავდება ჩვენი მიდგომები ამას ჩვენსავე კომენტარებში ვხედავ

ვიღაცის ინტერესი პარტიულისას ვერ სცდება, ვიღაცას კი ქვეყნისათვის გამოუსადგეარი პარტიაც და ნებისმიერი სულიერიც, ერთი და იგივე უფუნქციო ერთეულად მიაჩნია

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
22.01.2013 04:23
tutuc ეს დასავლეთმა არ მიგვახურდავა რუსეთს, 41-ს რომ ხაზავდით 1 ოქტომბერს,იმათ გაგვიკეთეთ ასეთი სიურპრიზი.
არ აღიარებთ თორემ..))
პატრიარქის ვიზიტიც არ გამკვირვებია. პოლიტ-პატიმრებად ქცეული ჯაშუშების გამოშვების და "დასავლეთის მოგერიების" ფონზე, ვიღას უკვირს ეგ?
ნიღაბიც აღარ სჭირდება ილიას ისე ჩავიდა თავის ბოსებთან.
სამარცხვინოა, სამარცხვინო, ჯილდოს რომ იმ ჯალათებისგან აიღებ,ვინც ხალხი დაგიხოცა, სახლებიდან გაყარა და ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა.
მაგრამ ზოგს მართლა ხიზილალა ურჩევნია სამშობლოს...

ალბათ თქვენი რჩეულიც დავოსში თავის რუს კოლეგას ჩაეფსკვნება და ასე დააგვირგვინდება ამ ორი "რჩეულის " პოლიტიკური ოდისეაც.
შედეგებზე კი თავი(თუ ცხვირი) ,როგორც ყოველთვის, ხალხმა უნდა იმტვრიოს...

ავტორი: tutuci
22.01.2013 03:21
ზატო საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ვნუკოვოში რუსი სასულიერო მდივნები დაახვედრეს

მერე იმდენი პატივიც არ დასდეს რომ კა-გე-ბე-ს პატრიარქი სადილზე მაინც შეხვედროდა და დატოვეს მეზობლის ბავშვივით მარტო ისევ რუს მდივნებთან

არადა რუსული იკრის გემოს გასახსენებლად იქ ნამდვილად არ ჩასულა ეს კაცი

სანამ ერის სულიერი მამა რუსეთში (ან ვინ ეხვეწებოდა რომ მიდიოდა) სიგელის მოლოდინში თანასწორმა მოღვაწემ გამარჯობის ღირსად არ აქცია..
...ერის მეორე მამა მშობელი დასავლელ პოლიტიკოსებთან, ქართველობაზე გაბუტული გვიბაზრებს ნატაშასკენ მიიწევენ ქართველებიო

ეს ის დასავლეთია აგერ უკვე მერამდენედ რომ მიგვახურდავა რუსეთს

ბედნიერია ერი, აპა არაა?!!!

ავტორი: ანონიმი
22.01.2013 02:25
ამბობენ რომ ინგლისი ჩამოსცილდა ევროკავშირს და ლონდონის ერთ ნაწილში დადიან შარიათის პატრულები ხოლო მეორე ნაწილში აბრამოვიჩის პატრულები და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს ინახავს ბერეზოვსკი, დანარჩენი ამქვეყნად ყველაფერი კაია.

ავტორი: tutuci
22.01.2013 02:01
მოკლედ, მაგარი მსახიობია რა და უნამუსო

სხვა მასალები

აუდიო უსახლკაროები დახმარების მოლოდინში

​ქუთაისის სკვერებსა და პარკებში უსახლკარო ადამიანები ღამეს ღია ცის ქვეშ სკამძელებზე ათევენ. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობას 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
გაგრძელება

აუდიო საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი

​ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვის მოსახლეობა საძოვარს ითხოვს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწა დაახლოებით ორი წლის წინ ფარულად გაიყიდა და მას შემდეგ სოფელში მსხვილფეხა საქონლის საბალახოდ ადგილი არა აქვთ.
გაგრძელება

აუდიო ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნარკოდანაშაულშია მხილებული

​ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
გაგრძელება

კრემლი მოლდავეთს აფრთხილებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის კავშირი გააფრთხილა, რომ მოლდავეთში უკრაინის სცენარის გამეორებამ შეიძლება სავალალო შედეგი იქონიოს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული