ოთხშაბათი, 29 ივნისი, 2016 თბილისის დრო 22:01

პოლიტიკა / საქართველო

გალის რაიონი არჩევნების მოლოდინში

x

მულტიმედია

აუდიო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 10 მარტს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ოკუპირებული რეგიონის სახალხო კრების 35 დეპუტატს ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ. ადგილობრივი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სახალხო კრების წევრობაზე პრეტენზიას აცხადებს 148 ადამიანი, რომელთაგან 114 დამოუკიდებელი კანდიდატია, 11 მმართველი პარტიის - „ერთიანი აფხაზეთის“ - წევრია, ამდენივე - ოპოზიციური „სახალხო ერთობის ფორუმის“, 6  - კომუნისტური პარტიის და 6 - აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არჩევნებამდე 24 საათით ადრე ე.წ. „დუმილის დღის“ გამოცხადებას და საარჩევნო აგიტაცია მხოლოდ არჩევნების დღესაა აკრძალული.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილს არ იცნობენ გალის რაიონში მცხოვრები ამომრჩევლები. მათი ინფორმაციით, მაგალითად, სოფელ ოტობაიაში ჩასული იყო მხოლოდ სამი კანდიდატი, რომლებიც კენჭს ჭუბურხინჯის ოლქში იყრიან. რადიო თავისუფლების ოტობაიელი რესპონდენტის თქმით, დეპუტატობის სამივე კანდიდატი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში აფხაზური პასპორტის მიღება გაიოლდება.      

სააგენტო „აფსნიპრესი“ ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 10 მარტის საპარლამენტო არჩევნებს მეთვალყურეობას გაუწევენ დამკვირვებლები რუსეთიდან, ნიკარაგუიდან, ვენესუელიდან, ტუვალუდან, ლატვიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან. ამავე ჩამონათვალში არიან სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლებიც.

რუსეთის დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ აღიარებულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებს პრაქტიკულად ყველა ფრაქციის წარმომადგენელი დააკვირდება. ნარიშკინმა იმედი გამოთქვა, რომ 10 მარტის არჩევნები გამჭვირვალედ და მშვიდად ჩატარდება და ხელს შეუწყობს სახელმწიფოდ აფხაზეთის შემდგომ ჩამოყალიბებასა და სტაბილურ განვითარებას.

ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესების რეალურ მმართველად რუსეთს მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

სხვა მასალები

აუდიო თავდასხმა სტამბოლის აეროპორტზე

ბოლო ინფორმაციით, 41 ადამიანი დაიღუპა და 239 ადამიანი დაიჭრა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში 28 ივნისს მოწყობილი აფეთქებების შედეგად.
გაგრძელება

აუდიო ამირან სალუქვაძე: მინდა ეს ყველაფერი მართალი იყოს

„ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულია - ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ამ ფრაზამ, სიტყვასიტყვით, ააფეთქა საქართველოს პოლიტიკური და საინფორმაციო სივრცე.
გაგრძელება

აუდიო სოციოლოგიური კვლევა, როგორც მანიპულირების ინსტრუმენტი

წინასაარჩევნო მარათონი ნელ-ნელა იკრებს ძალებს და, როგორც ჩანს, პარტიათა კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი იქნება კონკურენცია სოციოლოგიური კვლევებით.
გაგრძელება

აუდიო დავა და კამათი საქართველოში ეუთოს მასშტაბური თავყრილობის წინ

1-5 ივლისს თბილისში გაიმართება ეუთოს (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია და ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობას საქართველოში ისტორიულ მოვლენად მიიჩნევენ.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)