Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში არარსებული ორგანიზაციის ექსტრემისტულად აღიარებას აპირებენ


ფოტო არქივიდან: რუსეთის იუსტიციის სამინისტრო
ფოტო არქივიდან: რუსეთის იუსტიციის სამინისტრო

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო მოითხოვს საერთაშორისო „ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობის“, ექსტრემისტულად აღიარებას. თუმცა, ის არ არსებობს.

რუსული უწყება მიიჩნევს, რომ მოძრაობა ცდილობს „რუსეთის მრავალეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის განადგურებას“ - ამიტომ ის რუსეთში უნდა აიკრძალოს. რუსეთის უზენაესი სასამართლო იუსტიციის სამინისტროს სარჩელს 2024 წლის ივნისში განიხილავს.

მოძრაობა ამ სახელწოდებით, ისევე როგორც საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა, რომელიც ადრე რუსეთის ხელისუფლების მიერ ექსტრემისტულად აღიარეს, არ არსებობს, აღნიშნავს "ОВД-Инфо".

გასულ წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა მოძრაობა „თავისუფალი ერების ლიგა“ და „პოსტრუსეთის თავისუფალი ერების ფორუმი“. უწყება აცხადებდა, რომ ისინი სეპარატისტული ლოზუნგებით გამოდიან და საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთის საკონსტიტუციო წყობისა და უსაფრთხოებისთვის.

„საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა,“ რუსეთში 2023 წლის ნოემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. აკრძალული ორგანიზაცია სინამდვილეში არ არსებობს, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ლგბტქი + აქტივისტებს მთელ მსოფლიოში საერთო მახასიათებლები აქვთ, რაც შესაძლოა ჩაითვალოს ერთ მოძრაობაში მონაწილეობად.

2022 წლის დეკემბრიდან რუსეთში აკრძალულია ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერობის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება, რისთვისაც გათვალისწინებულია 400 ათას რუბლამდე ჯარიმები ფიზიკური და ხუთ მილიონ რუბლამდე იურიდიული პირებისა და ორგანიზაციებისათვის.

XS
SM
MD
LG