Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი თავის საპროგრამო გამოსვლაში: ევროპა “არ არის აშშ-ის ვასალი”


საფრანგეთის პრეზიდენტი ემუნუელ მაკრონი პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას. 25 აპრილი, პარიზი. ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ "არ არის აშშ-ის ვასალი" - თქვა მაკრონმა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემუნუელ მაკრონი პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას. 25 აპრილი, პარიზი. ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ "არ არის აშშ-ის ვასალი" - თქვა მაკრონმა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემუნუელ მაკრონი 25 აპრილს თავის საპროგრამო გამოსვლაში ევროპის მეტი დამოუკიდებლობისკენ მოწოდებით გამოვიდა.

მან პარიზის სორბონის უნივერსიტეტში განაცხადა, რომ ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ არ არის აშშ-ის ვასალი. ეს ცხადი უნდა იყოს სხვა რეგიონების მიმართაც, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ ევროპას საფრთხე ემუქრება და თავდაცვის სფეროში კურსის კარდინალური ცვლილების მომხრედ გამოვიდა. მაგალითად, მაკრონის წინადადებით, უნდა შეიქმნას საერთო ევროპული კიბერთავდაცვა და გაიმართოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

მაკრონი უკვე წლებია ევროპის გაძლიერებას ითხოვს.

2017 წელს, როცა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, მაკრონმა წარმოადგინა „ევროპული სუვერენიტეტის“ და „სტრატეგიული ავტონომიის“ მისეული ხედვა.

X-ის საშუალებით მაკრონის გამოსვლას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელმაც თქვა, რომ მაკრონის გამოსვლა იყო “სიტყვა კარგი იმპულსებით.” შოლცი თვლის, რომ საფრანგეთის და გერმანიის ერთობლივი მიზანია, ევროპა ძლიერი დარჩეს.

XS
SM
MD
LG