Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილი პრემიერის, ფრანსუა ფიიონის განაჩენი


ფოტო არქივიდან: ფრანსუა ფიიონი პრესკონფერენციაზე პარიზში. 1 მარტი, 2017 წელი
ფოტო არქივიდან: ფრანსუა ფიიონი პრესკონფერენციაზე პარიზში. 1 მარტი, 2017 წელი

24 აპრილს საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის ბრალეულობა საზოგადოებრივი სახსრების გაფლანგვასა და ცოლის, პენელოპა ფიიონის ფიქტიურ დასაქმებაში. მანამდე სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვა მოითხოვა განაჩენის დასადასტურებლად, იტყობინება RFI.

ამ ხმაურიანმა საქმემ ფრანსუა ფიიონს 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი წაართვა, არჩევნებში ის მემარჯვენე „რესპუბლიკელების“ პარტიის კანდიდატი იყო.

საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პენელოპა ფიიონისთვის გამოტანილი განაჩენი - ორი წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა და 375 000 ევროს ოდენობის ჯარიმა.

საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პარიზის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 9 მაისს გამოტანილი განაჩენის გამამტყუნებელი ნაწილი, რომლითაც ფრანსუა ფიიონს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით პირობითი მსჯავრი, ასევე 375 000 ევროს ოდენობით ჯარიმა შეუფარდეს, მას 10 წლით ჩამოერთვა არჩევითი თანამდებობების დაკავების უფლება.

საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნია ფიიონისთვის თავისუფლების აღკვეთის ფაქტობრივი ვადის ნაწილში (ერთი წელი). უახლოეს თვეებში პარიზის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება ფრანსუა ფიიონის საქმეზე ახალი მოსმენა სასჯელის გადახედვის მიზნით.

ფიიონისთვის სადამსჯელო ზომების გაუქმება „გვიჩვენებს, რომ მათი სიმძიმე და, კერძოდ, პატიმრობა არ იყო გამართლებული“, - აცხადებენ საფრანგეთის ყოფილი პრემიერის ადვოკატები.

XS
SM
MD
LG