Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება" - წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია


თბილისის წიგნის ფესტივალი, 2021 წელი. საილუსტრაციო ფოტო
თბილისის წიგნის ფესტივალი, 2021 წელი. საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ სამოქალაქო პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია იმ კანონის მიღება, „რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები და დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაციები“.

საუბარია ე.წ. აგენტების კანონზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო 2024 წლის 17 აპრილს.

ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას დაეყრდნონ ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს და საერთაშორისო ვალდებულებებს.

„შექმნილ დაძაბულ ვითარებაში, როცა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველდღიურად იკრიბება ათიათასობით ადამიანი, არ უნდა დავუშვათ სიტუაციის ესკალაცია. წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ეფექტიანი ბრძოლის აუცილებელი პირობაა“.

ასოციაცია წერს, რომ მიზანი საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს განუყოფელ ნაწილად გახდომაა და ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ ამ მიზნის შესაბამისად უნდა მოქმედებდეს.

„აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - „ხალხის ძალიდან“ და ერთმა - „ევროპელი სოციალისტებიდან“. „აგენტების კანონი“ ეხება საქართველოში არსებულ არაერთ მედიასაშუალებას და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.

XS
SM
MD
LG