Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი ომში - სახლიდან შორს


ახალი წელი ომში - სახლიდან შორს
please wait

No media source currently available

0:00 0:04:51 0:00

47 წლის ინა ბერეჟნაია 5 თვეზე მეტია დედასთან, კატერინასთან და 14 წლის შვილთან, იგორთან ერთად თბილისში, მეგობრების სახლში ცხოვრობს. ინა და მისი ოჯახი ხერსონიდან არიან. საქართველოში წამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ სახლში რუსეთის შეიარაღებული ძალების ნატყორცნი ჭურვის ნამსხვრევები შეცვივდა და სიკვდილს სასწაულით გადაურჩნენ. ინა და მისი ოჯახი პირველად ხვდებიან ახალ წელს სახლიდან შორს. ინას ქმარი ხერსონშია, მამა ამ ზაფხულს გარდაეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ წელს, მათი ახალი წელი რადიკალურად განსხვავდება გასული ახალი წლებისგან, ცდილობენ სადღესასწაულო განწყობა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნონ. ის კერძები გააკეთონ სადღესასწაულო სუფრისთვის, რომლებსაც უკრაინელები ტრადიციულად საახალწლოდ ამზადებენ ხოლმე. ინას, კატერინას და იგორს სჯერათ, რომ საახალწლოდ ჩაფიქრებული სურვილი აუსრულდებათ და მალე დადგება დრო, როცა ომის გამო, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ახლობლები კვლავ ერთად შეიკრიბებიან.

XS
SM
MD
LG