ქართველი ჯარისკაცები "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში"
ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) მთავარი შტაბი ქაბულის ცენტრში, მწვანე ზონაში მდებარეობს. შტაბი სულ რაღაც ათიოდე კილომეტრით არის დაშორებული ქაბულის აეროდრომზე მდებარე ნატოს წვრთნის, კონსულტაციისა და დახმარების ცენტრიდან. ასეთი სიახლოვის მიუხედავად, ნატოს წარმომადგენლებისა და სტუმრებისათვის ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტი ამერიკული „ბლეკჰოკის“ კლასის სამხედრო ვერტმფრენია. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მთავარი შტაბის როგორც გარე პერიმეტრის, ისე შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე „ალფა“ ასეულია. გთავაზობთ რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტის, კობა ლიკლიკაძისა და ოპერატორ რომან კუპკას რეპორტაჟს.
ამავე თემაზე
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით