ეკა გიგაური ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე
8 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაზე. ორგანიზაციის დაკვეთით მიმდინარე წლის აპრილში ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლითაც გაირკვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაცია არის ძალიან პასიური. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება ცუდად არის ინფორმირებული მოსახლეობის საჭიროებებზე, მოქალაქეები კი სულ უფრო ნაკლებად იყენებენ თავიანთ უფლებას - იყვნენ ამა თუ იმ პრობლემური საკითხის დასმისა და გადაწყვეტის მონაწილეები.