გენდერულ საკითხებში საერთაშორისო გამოცდილება
გასულ კვირას შვედეთში გენდერულ საკითხებზე სამკვირიანი ტრენინგი გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. რა ვითარებაა მსოფლიოში, გენდერული დისკრიმინაციის, თანასწორობის მიღწევის, ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მინაწილეობისა და მსხვერპლთა დაცვის თვალსაზრისით, და როგორ შეიძლება მოხერხდეს საქართველოში საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ამ თემებზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მოწვეული არიან სტუმრები: ელენე რუსეცკი - ქალთა საინფორმაცილ ცენტრის ხელმძღვანელი; ზვიად დევდარიანი - სამოქალაქო განვითარების სააგენტო CIDA-ს აღმასრულებელი დირექტორი. საუბარს ნინო ხარაძე უძღვება.