Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა


ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.
ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველსავე დღეს ოქროს მედალი მოიპოვა. 

ევროპის ჩემპიონი გახდა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი.

30 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე ავსტრიელი, იტალიელი და ესპანელი მეტოქეები დაამარცხა. საჩემპიონო შეხვედრაში კი თურქ მუჰამედ დემირელს აჯობა.

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად ტიტული მან 2016 წელს მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატი ხორვატიაში 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრების განაცხადში 15 ძიუდოისტია - 9 მამაკაცი და 6 ქალი.

XS
SM
MD
LG