Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციაზე დევნის ქრონიკა


აქციაზე დევნის ქრონიკა
please wait

No media source currently available

0:00 0:07:27 0:00

“რას აკეთებთ! ჟურნალისტი ვარ. ჟურნალისტი ვარ” - OC Media-ს რეპორტიორის, მარიამ ნიკურაძის ამ შეძახილს, რომელიც 17 აპრილს, ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მისივე გადაღებულ ვიდეოში ისმის, სპეცრაზმელის ყვირილი მოსდევს: ჟურნალისტს გადაღებას უკრძალავს და ადგილიდან აგდებს.

ამ ვიდეოში მარიამმა მოასწრო და გადაიღო, როგორ მისდევენ შეიარაღებული სპეცრაზმელები 16-17 აპრილის ღამით გამართული საპროტესტო აქციის დემონსტრანტებს, როგორ სცემენ მანქანას ამოფარებულ ბიჭს, როგორ დევნიან და შლიან მომიტინგეებს, რომლებიც 16 აპრილის გვიან ღამით, პარლამენტის უკან და გვერდითა შესასვლელებთან იყვნენ თავმოყრილები.

ეს ის ადგილებია, საიდანაც, როგორც წესი, იწყება ხოლმე აქციის დარბევა - შედარებით ვიწრო ქუჩები, ნაკლებად განათებული ვიდრე რუსთაველის გამზირი, აღმართ-დაღმართი, ხალხის ადვილად მოსამწყვდევი კუთხეებით.

მარიამ ნიკურაძე წუხანდელი ღამის ამბებს გვიყვება და ამბობს, რომ ასე მოულოდნელად და აბსოლუტურად უმიზეზოდ ხალხის დარბევა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში გამართულ სხვა აქციებზე არ ახსენდება.

XS
SM
MD
LG