Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ზელენსკი ძებნილთა სიაში შეიყვანა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. კიევი, 29 აპრილი, 2024
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. კიევი, 29 აპრილი, 2024

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "სისხლის სამართლის საქმე" აღძრა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ და ის "ძებნილთა სიაში" შეიყვანა, - იუწყება რუსეთის სახელმწიფო მედია 4 მაისს. კონკრეტული ბრალდებები დაზუსტებული არ არის.

ზელენსკი - რომელიც მისი ქვეყნის ლიდერია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდში - ამით შეუერთდა უცხოეთის ოფიციალურ პირთა გრძელ სიას, რომლებსაც სისხლის სამართლის სხვადასხვა ორდერი აქვთ შეფარდებული, და რომელთა შორისაც არიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებიც.

2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში გამოსცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი, ბრალდებებით, რომლებიც უკავშირდება უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას რუსეთში - რაც, საერთაშორისო კანონმდებლობით, ომის დანაშაულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG