აია სოფია - ისევ მეჩეთი
აია სოფიას ტაძრის, ახლა მუზეუმის სტატუსის მქონე მსოფლიო ხუროთმოძღვრების შედევრის, კვლავ მეჩეთად გადაკეთება, პოპულისტურ განცხადებად ჩაუთვალეს თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. თურქეთის „ჰიურიეთი“ 9 ივლისს იტყობინება, რომ თურქეთის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო მეჩეთად აია სოფიას გადაკეთების გადაწყვეტილება, რომელიც 10 ივლისს გამოქვეყნდება. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სხვებთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომაც მოუწოდა თურქეთს, შეუნარჩუნოს სტამბოლის სიმბოლოს მუზეუმის სტატუსი. რა მოჰყვება აია სოფიას კვლავ მეჩეთად გადაკეთებას? დაიფარება თუ არა შენობის უნიკალური ქრისტიანული მოზაიკური მოხატულობა?
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით