|
| | 3 ივნისი 2008 | |
| |
ქართველ ფეხბურთელთა პირველი პოსტსაბჭოთა თაობის "უკანასკნელი მოჰიკანი" სარბიელს ტოვებს |
|
| |
დავით კაკაბაძე, პრაღა |
|
| |
დღეს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძის გამოსათხოვარი მატჩია: მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები შოთას მეგობრების ნაკრებს ეთამაშება. მატჩამდე შოთას – ქართველ ფეხბურთელთა პირველი პოსტსაბჭოთა თაობის ამ უკანასკნელ მოჰიკანს – საქმეს რა გამოულევს: სხვა თუ არაფერი, სამ ათეულზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს მისახედი. ამიტომ მისთვის სტუდიაში მობრძანება არც გვითხოვია – შოთას ტელეფონით დაუკავშირდა დავით კაკაბაძე – ჩვენი კოლეგა და ფეხბურთში ძმები არველაძეების პირველი ნაბიჯების მომსწრე. გთავაზობთ მათი საუბრის ჩანაწერს.
(იხ. აუდიოვერსია)
|
არქივი ზევით |
|
|
|
|