www.tavisupleba.org
newspressreviewprogramsspecialsrealaudiocontactarchive
 



golden century
Regional
New Europe
Round Table
Diaries
Invisible Devide
Studio10
Youth Program
A Week in Georgia
Cultural Chronical
Military Program
Music
Sports Program




 

აუდიო რეალურ დროში

აუდიოარქივი

გადაცემათა განრიგი

ჩვენი პარტნიორები

 

reports.rferl.org

www.rferl.org

RFE/RL Newsline

Caucasus Report

Voice of America



 18 ივნისი 2008 
  პოლიტკოვსკაიას საქმის გამოძიება დასრულდა  
  ბიძინა რამიშვილი, რაღა  

 
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დღეს გამოაცხადა, რომ დასრულდა გამოძიება 2006 წელს მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას საქმესთან დაკავშირებით. მკვლელობის ბრალდებას სამ პირს წაუყენებენ.

პოლიტკოვსკაია მოსკოვში, საკუთარი ბინის წინ მოკლეს 2006 წლის ოქტომბერში. ამ ფაქტს ფართო გამოხმაურება ჰქონდა დასავლეთში, მაგრამ თითქმის არ მოჰყოლია რეაქცია თავად რუსეთში.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც საუბარია გამოძიების დასრულებაზე, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი ასახელებს იმ პირებს, რომელთაც ბრალად ედებათ პოლიტკოვსკაიას მკვლელობა: სერგეი ხაჯიკურბანოვი, ჯაბრაილ მახმუდოვი და იბრაგიმ მახმუდოვი.

ხაჯიკურბანოვი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. მახმუდოვები კი ძმები არიან ჩეჩნეთიდან.

მაგრამ სერგეი სოკოლოვი, მთავარი რედაქტორის მოადგილე "ნოვაია გაზეტასი", რომელშიც მუშაობდა პოლიტკოვსკაია სიკვდილის მომენტისთვის, აღნიშნავს, რომ სრული გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის:

[სოკოლოვის ხმა] "ყველა ჩვენს კოლეგას მოვუწოდებ, ყურადღებით იყვნენ იმის მიმართ, რაც ხდება. თუკი გულისყურით შეხედავთ საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ განცხადებას, მასში ნათქვამია, რომ დაასრულეს დასახელებულ კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებული გამოძიება. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიება არ დასრულებულა და რომ დასრულდა მხოლოდ მისი ერთი ნაწილი."

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ უშუალოდ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის და მის გარშემო ჯერაც მიმდინარეობს გამოძიება. კიდევ ერთ პირს, საიდუმლო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, პაველ რიაგუზოვს, ძალაუფლების გადამეტებასა და გამოძალვაში ედება ბრალი ამ საქმესთან დაკავშირებით. კომიტეტის თანახმად, მან ბრალდებები მოუხსნა რამდენიმე სხვა ეჭვმიტანილს.

მიმდინარე გამოძიება შემოიფარგლება იმ ეჭვმიტანილებით, რომელთაც კავშირი აქვთ პოლიტკოვსკაიას მკვლელობის აღსრულებასთან. სოკოლოვმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაწყებულია ცალკე გამოძიება, რომლის მიზანია იმათი გამოვლენა, ვინც შეუკვეთა ეს მკვლელობა:

[სოკოლოვის ხმა] "უნდა აღინიშნოს, რომ ბატონმა მარკინმა თქვა, რომ მკვლელის საქმე ცალკე განიხილება. ასევე ცალკე გამოიყოფა ჯერჯერობით დაუდგენელ პირთა საქმეც. მათ შორის არიან ისინი, ვინც მკვლელობის ბრძანება გასცა. საგამოძიებო კომისია და "ნოვაია გაზეტა" განანგრძობენ ამ ადამიანების ძებნას. ამიტომ, რაც აქამდე მოხდა, მხოლოდ პირველი სერიაა."

პოლიტკოვსკაია საყოველთაოდ ცნობილი იყო ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევების კრიტიკისთვის. მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ მკვლელობას კავშირი ჰქონდა მის სტატიებთან და წიგნებთან. ისინი ბრალს სდებენ ხელისუფლებას, რომ მან ხელი შეუშალა გამოძიებას, როცა სასამართლოს დაწყებამდე გაახმაურა გამოძიების დეტალები.


არქივი    ზევით




RFE/RL logo


 
 
   
print e-mail