| |
 |
| |
 |
 |
ყოველკვირეული პროგრამა. მასში საუბარია მეოცე საუკუნის ქართული საბჭოთა კულტურის იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც დღესაც აფერხებს ჩვენი საზოგადოების სულიერ განვითარებას. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავის დროზე ტოტალიტარული კულტურის მარწუხებისგან განთავისუფლება შეძლეს. ეთერში გადის ორშაბათს 20:00 საათზე და 24:00 საათზე და სამშაბათს 9:00 საათზე. მეორდება ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს დილით.

|
 |
 |
ყოველკვირეული პროგრამა ჩვენი ეპოქის სპეციფიკური პრობლემების შესახებ მეცნიერების, ეკოლოგიის, სოციალური და სხვა სფეროებიდან. ეთერში გადის სამშაბათს 20:00 საათზე და 24:00 საათზე და ოთხშაბათს 9:00 საათზე.

|
 |
 |
ყოველკვირეული პროგრამა არა მხოლოდ ქალებისთვის: დღევანდელ თუ ისტორიულ, სამართლებრივ თუ საზოგადოებრივ კონტექსტში ქალის მდგომარეობის შესახებ. ეთერში გადის ოთხშაბათს 20:00 საათზე და 24:00 საათზე და ხუთშაბათს 9:00 საათზე.

|
 |
 |
ყოველკვირეული რადიოჟურნალი ფართო სპექტრის თემატიკით, როგორიცაა: პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სფერო, კულტურა, სპორტი, მეცნიერება, ინტერვიუები უცხოეთში მყოფ თანამემამულეებთან და სხვ. ეთერში გადის პარასკევს 20:00 საათზე და 24:00 საათზე და შაბათს 9:00 საათზე. შემოკლებული სახით მეორდება ორშაბათს საღამოს და სამშაბათს დილით.

|
 |
 |
საქართველოში განვლილი კვირის მნიშვნელოვან მოვლენათა მიმოხილვა. ეთერში გადის კვირას 20:00 საათზე და 24:00 საათზე და ორშაბათს 9:00 საათზე.

|
 |
 |
ყოველკვირეული პროგრამა. შეეხება სამხედრო მშენებლობის საკითხებს, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემატიკას, სამხედრო და სომაქალაქო სფეროებს შორის ურთიერთობებს. ეთერში გადის კვირას 20:00 საათზე და 24:00 საათზე და ორშაბათს 9:00 საათზე.

|
 |
 |
"თავისუფლების" დღიურებს, ჩვენი თხოვნით, ერთი კვირის მანძილზე აწარმოებენ ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები. ეს პროექტი არის ცდა, ამ ადამიანთა დახმარებით აღვნუსხოთ ჩვენს გარშემო მომხდარი; ჩავუფიქრდეთ პრობლემას, დღიურის ავტორს რომ აწუხებს; გავიზიაროთ ან არ გავიზიაროთ მისი სიხარული თუ გულისტკივილი; დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ მას - სადღიურო ჩანაწერები ხომ სუბიექტურობის მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა... ეთერში გადის კვირაობით, 18:00 საათზე და 24:00 საათზე.

|
|
|
 |
 |
ყოველკვირეული პროგრამა. შეიცავს ჩვენი კორესპონდენტების რეპორტაჟებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ეთერში გადის სამშაბათს 20:00 საათზე და 24:00 საათზე და ოთხშაბათს 9:00 საათზე.

|
 |
 |
ყოველკვირეული პროგრამა. მიმდინარე პერიოდისთვის აქტუალური საკითხების შესახებ დისკუსია მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. ეთერში გადის ოთხშაბათს 20:00 საათზე და 24:00 საათზე და ხუთშაბათს 9:00 საათზე.

|
 |
 |
ყოველკვირეული პროგრამა, რომელშიც საუბარია რკინის ფარდის მოშლის შემდეგ ადამიანის წინაშე არსებული დილემების შესახებ. ეთერში გადის კვირას, 20:00 საათზე და 24:00 საათზე და ორშაბათს 9:00 საათზე.

|
 |
 |
ყოველკვირეული პროგრამა, რომელშიც საუბარია ჩვენი საზოგადოების კონკრეტულ პრობლემებზე, იმაზე, თუ რა შეხება აქვთ საქართველოს ახალგაზრდებს ამ პრობლემებთან და რას აკეთებენ ან ვერ აკეთებენ ისინი მათ დასაძლევად. ეთერში გადის შაბათს 20:00 საათზე და 24:00 საათზე და კვირას 9:00 საათზე.

|
 |
 |
ყოველკვირეული პროგრამა. იგი რადიომსმენელს აცნობს დედაქალაქის კულტურულ აფიშას. თუმცა ამ ათწუთიან გადაცემაში ხელოვნებათმცოდნე გიორგი გვახარია თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების კრიტიკულ ანალიზსაც არ ერიდება. ეთერში გადის კვირას 20:00 საათზე და 24:00 საათზე და ორშაბათს 9:00 საათზე.

|
 |
 |
არა მხოლოდ ადამიანებს, ზოგჯერ ქვეყნებსაც აქვთ მეტსახელი. საქართველო სპორტულ ქვეყნად მოინათლა და სპორტი, კულტურასთან ერთად, ქართველთა სავიზიტო ბარათად იქცა. ასე გრძელდებოდა ათწლეულების მანძილზე, მაგრამ სპორტული საქართველო მხოლოდ კეთილ მოგონებად რომ არ დაგვრჩეს, დღევანდელზე ზრუნვა და ხვალინდელზე ფიქრიც გვმართებს. რადიო "თავისუფლება" გთავაზობთ ელგუჯა ბერიშვილის ყოველკვირეულ გადაცემას "რბენა წინაღობებით", რომელიც ჩვენი სპორტის სადღეისო პრობლემებს აშუქებს. ეთერში გადის კვირას 20:00 საათზე და 24:00 საათზე და ორშაბათს 9:00 საათზე.

|
 |
 |
ყოველკვირეული პროგრამა, რომელშიც მისი ავტორი და წამყვანი იური ვაჩნაძე გვიამბობს გამოჩენილ მუსიკოსებზე – როგორც კლასიკური ჟანრის ქართველ თუ უცხოელ წარმომადგენლებზე, ისე ჯაზური და საესტრადო მუსიკის კომპოზიტორებსა და შემსრულებლებზე. ეთერში გადის ოთხშაბათობით, 18:00 საათზე და 24:00 საათზე.

|
|
|
|