www.tavisupleba.org
newspressreviewprogramsspecialsrealaudiocontactarchive
 



golden century
Regional
New Europe
Round Table
Diaries
Invisible Devide
Studio10
Youth Program
A Week in Georgia
Cultural Chronical
Military Program
Music
Sports Program




 

აუდიო რეალურ დროში

აუდიოარქივი

გადაცემათა განრიგი

ჩვენი პარტნიორები

 

reports.rferl.org

www.rferl.org

RFE/RL Newsline

Caucasus Report

Voice of America



 4 მარტი 2008 
  რუსეთის პრესა საქართველოზე  
  ნინო გელაშვილი, თბილისი  

 
”ნერვების ომი მდინარე ენგურზე”, - ასე ასათაურებს ”ნეზავისიმაია გაზეტა” პუბლიკაციას, რომელიც აფხაზეთში კონფლიქტს შეეხება. ავტორი წერს: ”აფხაზეთში დღეს, 4 მარტს მორიგი სამხედრო წვრთნა სრულდება. სოხუმში მას ”გეგმიურს” უწოდებენ, თუმცა, შემთხვევითი არ უნდა იყოს ფაქტი, რომ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მანევრები და რეზერვისტების ნაწილობრივი მობილიზაცია უღიარებელი რესპუბლიკის საზღვრის გასწვრივ ქართული სპეცრაზმის კონცენტრაციის შესახებ ცნობების გავრცელებას მოყვა”, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტას” ავტორი და გალში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელ რუსლან ქიშმარიაზე დაყრდნობით დასძენს, რომ გასულ კვირა დღეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით აღჭურვილი ”ჰამერის” მარკის სპეცავტომანქანა, რომელშიც სპეცდანიშნულების რაზმის 12 წევრი იმყოფებოდა. ქიშმარია ”ნეზავისიმაია გაზეტას” უყვება, რომ მანქანამ ”დასახლებულ პუნქტ ფიჩორის ახლოს გადმოკვეთა საზღვარი და ჩვენს ტერიტორიაზე 150 მეტრზე შემოვიდა. მათ საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ 50 ადამიანი ელოდა. ეს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმი. მათთან მოსალაპარაკებლად მივიდნენ გაეროსა და სამშვოდობო ძალების წარმომადგენლები. ჩვენ მათ ორი საათი მივეცით, რომ გაცლოდნენ იქაურობას. განვაცხადეთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მზად ვიყავით ცეცხლი გაგვეხსნა. ისინი თავის ტერიტორიაზე გადავიდნენ, თუმცა, დაძაბულობა სულ იზრდება და იზრდება”, - უთქვამს რუსლან ქიშმარიას ”ნეზავისიმაია გაზეტასთვის”.

ინტერნეტ-გამოცემა ”ვრემია ნოვოსტეის” ავტორი გასულ კვირაში აფხაზთა მიერ სამი ქართველის დაკავებაზე წერს. ითვალისწინებს, რომ ორი მათგანი ტელეკომპანია ”მზეს” წარმოადგენდა და პუბლიკაცია ასე დაასათაურა - ”მზით” დაღლილები”. ”ვრემია ნოვოსტეი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა, რომელსაც განუცხადებია, რომ აფხაზეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პოსტები გაძლიერებულია, რაც აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლებისა და ნაწილობრივი მობილიზაციის საპასუხო ზომას წარმოადგენს და რომ აფხაზთა მიერ სამხედრო მანევრების დასრულების შემდეგ ქართული მხარეც გაიყვანს დამატებით კონტინგენტს.

”იზვესტია” პოლონეთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტზე აქვეყნებს ინფორმაციას სათაურით ”სააკაშვილმა პოლონეთს საქართველოსთვის ნატოს კარის გაღება სთხოვა”. გაზეთი წერს, რომ სააკაშვილის განცხადებით, ის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვარშავაზე ამყარებს იმედს. პოლონეთის ”სენატის სპიკერმა ბოგდან ბორუსევიჩმა კი თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა პატივი სცეს ოპოზიციის უფლებებს, რომელმაც ბორუსევიჩის თქმით, ”აგრეთვე უნდა იქონიოს ზეგავლენა ქვეყნის ბედზე”. ამის შემდგომ ბორუსევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვარშავა თბილისის ევროპულ სწრაფვას მხარს უჭერს”, - წერს ”იზვესტია”.

დასასრულ, გეტყვით, რომ ბოლო ორი დღის მანძილზე რუსული გაზეთები, თითქმის ყველა გაზეთი წერს სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებაზე და აქვეყნებს ციტატებს მსახიობის ბოლო ინტერვიუებიდან.

არქივი    ზევით




RFE/RL logo


 
 
   
print e-mail