www.tavisupleba.org
newspressreviewprogramsspecialsrealaudiocontactarchive
 



golden century
Regional
New Europe
Round Table
Diaries
Invisible Devide
Studio10
Youth Program
A Week in Georgia
Cultural Chronical
Military Program
Music
Sports Program




 

აუდიო რეალურ დროში

აუდიოარქივი

გადაცემათა განრიგი

ჩვენი პარტნიორები

 

reports.rferl.org

www.rferl.org

RFE/RL Newsline

Caucasus Report

Voice of America



 17 აპრილი 2008 
   
  მარიამ ჭიაურელი, პრაღა  

 
რუსეთის გადაწყვეტილებას, უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს საქართველოს სეპარატისტულ რეგიოებთან, ფართო გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთის პრესაშიც. “უოლ სტრიტ ჯორნალში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი მარკ ჩემპიონი მკითხველს შეახსენებს ნატოს ბუქარესტის სამიტს, როცა, როგორც ჟურნალისტი წერს, პრეზიდენტმა ვლადიმირი პუტინმა ნატოს ზოგ წევრთან წარმატებით გაუწია ლობირება იმ აზრს, რომ ხელი უნდა შეშლოდა საქართველოსა და უკრაინის გადასვლას ნატოში ინტეგრაციის მორიგ ეტაპზე. ამის შემდეგ სტატიაში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ბაქრაძის შეფასება, რომელიც მან “უოლ სტრიტ ჯორნალთან” სატელეფონო ინტერვიუში გამოთქვა, რომ საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, MAP-ის შეთავაზების გადადებას “რუსეთი აღიქვამს ბოლო შანსად სიტუაციის ასამღვრევად, რათა შეუძლებელი გახადოს ნატოში საქართველოს გაწევრიანება”. რუსეთი ახლა სწორედ ამ შანსს იყენებსო, დასძენს ბაქრაძე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა კომენტარის თხოვნით გაზეთ “ფაინენშალ ტაიმსის” კორესპონდენტმა, ნილ ბაკლიმაც. მისი სტატია იბეჭდება სათაურით “რუსეთს ანექსიის მცდელობაში ადანაშაულებენ”. სტატიაში მოყვანილია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება, რომ “ქართული მხარე რუსეთს უპასუხებს ყველანაირი დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ზომებით”, და რომ თბილისი გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით. “ფაინენშალ ტაიმსში” მოყვანილია ასევე ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადება რუსეთის ბოლო ნაბიჯებით გამოწვეული ღრმა შეშფოთების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის მიცემულ დავალებას, უფრო მჭიდრო ურთიერთობა დამყარდეს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, სტატიით გამოეხმაურა “ნიუ-იორკ ტაიმსიც”. მასში, ზოგადი ინფორმაციის გარდა, მოყვანილია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ გვინჯიას კომენტარი. კერძოდ, მან ტელეფონით უთხრა “ნიუ-იორკ ტაიმსს”, რომ არა ჰგონია, რუსეთმა ოფიციალურად აღიაროს რეგიონის დამოუკიდებლობა, რადგან ეს მისთვის მძიმე დიპლომატიური ტვირთი იქნებოდა. მაგრამ აფხაზი ლიდერები, როგორც სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამცნობს “ნიუ-იორკ ტაიმსს”, მიესალმებიან რუსეთთან კავშირების გაღრმავებას და არ დარდობენ სხვა ქვეყნების უარყოფითი რეაქციის გამო.

დაბოლოს, ციტატა რეპორტაჟიდან, რომელსაც ბრიტანეთის ყოველდღიური “გარდიანი” აქვეყნებს. მისი კორესპონდენტი ლუკ ჰარდინგი საქართველოდან რეპორტაჟს იწყებს ენგურის ხიდის მიდამოების აღწერით - “ახლა აქ სრული სიმშვიდეა,ბაყაყების ყიყინი თუ ისმისო”, მაგრამ, წერს ჰარდინგი, “ეს მშვიდი ადგილი, შესაძლოა, სულ მალე იქცეს ცხელ წერტილად - არა მარტო საქართველოსა და მისი სეპარატისტულ პროვინცია აფხაზეთს, არამედ ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის”.

არქივი    ზევით




RFE/RL logo


 
 
   
print e-mail