www.tavisupleba.org
newspressreviewprogramsspecialsrealaudiocontactarchive
 



golden century
Regional
New Europe
Round Table
Diaries
Invisible Devide
Studio10
Youth Program
A Week in Georgia
Cultural Chronical
Military Program
Music
Sports Program




 

აუდიო რეალურ დროში

აუდიოარქივი

გადაცემათა განრიგი

ჩვენი პარტნიორები

 

reports.rferl.org

www.rferl.org

RFE/RL Newsline

Caucasus Report

Voice of America



 1 თებერვალი 2008 
  ქართული პრესის მიმოხილვა  
  ნიკო ნერგაძე, თბილისი  

 
”ოქრუაშვილის თანაგუნდელები დაყადაღებული ოფისის ”შტურმს” გეგმავენ”, - წერს დღევანდელი “რეზონანსი”. გაზეთის ინფორმაციით, წევრები მოძრაობისა ”ერთიანი საქართველოსათვის” გენერალურ პროკურატურას მიმართავენ დაყადაღებული ოფისის დაბრუნების მოთხოვნით. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, ეკა ბესელია, ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიას, კანონით, აქვს უფლება დაიკავოს ოფისი. გია თორთლაძე, თავმჯდომარე მოძრაობისა ”ერთიანი საქართველოსათვის”, ”რეზონანსთან” საუბარში ამბობს: ”ყადაღა ირაკლი ოქრუაშვილის სახლსაც აქვს დადებული, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ასე რომ, ყადაღა არ არის იმის საფუძველი, რომ იქ შესვლის ან შენობის მოხმარების აკრძალვა გვქონდეს.” - თორთლაძის კომენტარს სრულად დღვანდელ ”რეზონანსში” წაიკითხავთ.

ირაკლი ოქრუაშვილზე წერს ”ახალი თაობაც”. გაზეთი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოღვაწეობას ვრცლად მიმოიხილავს, იხსენებს მინისტრობის პერიოდს და წერს: ”მაშინ მისი რეიტინგი იმდენად გაიზარდა, რომ ხელისუფლებაც კი შეაშფოთა. ოქრუაშვილს მაშინ ოპოზიცია უწოდებდა სახელმწიფოს სახელმწიფოში, უახლოესი გარემოცვა კი როგორც საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, ისე ადღეგრძელებდა.” - ვრცლად ამის შესახებ ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ.

”24 საათში” კი ქართული მედიის შესახებ შეკითხვებს მწერალი დათო ტურაშვილი და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი, უპასუხებენ. დათო ტურაშვილი წერს: ”მასმედიის ნდობის შესახებ საერთოდ არც მიფიქრია, რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ ის ტყუვდება სინამდვილეში, ვინც სხვის მოტყუებას ცდილობს. ასე რომ, თუ ჩვენს საზოგადოებას არ გააჩნია ნდობა მასმედიის მიმართ, ეს მასმედიის პრობლემაა და არა საზოგადოების” - ამას დათო ტურაშვილი წერს, ლევან ბერძენიშვილი კი მედიის ნდობასთან დაკავშირებით ამბობს: ”ტყუილია, რომ მაყურებელს უარყოფითი ემოცია უყვარს. სიმართლე ისაა, რომ როცა ადამიანი ემსახურება ბოროტებას, ეს თვალსაჩინოა და ნდობაც იკლებს. ნდობა თვითონ ჟურნალისტებმა და სარედაქციო პოლიტიკამ უნდა შექმნან და, საერთოდ, საბჭოთა პროპაგანდა გაცილებით მოქნილი, გონივრული და უფრო პატიოსანიც კი იყო.”

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი იაშვილთან, რომელიც ოპოზიციის მემორანდუმზე ლაპარაკობს. ”შესაძლოა, ოპოზიციამ ხალხი ვეღარ შეაჩეროს”, - ამბობს ირაკლი იაშვილი და განაგრძობს: ”ბოლო მიტინგზე უკვე რადიკალური მოთხოვნები გაისმა და ოპოზიციის ლიდერები ხალხს სთხოვდნენ მშვიდობიანად დაშლას. თუ დავინახეთ, რომ არჩევნები ფარსს ემსგავსება, საგაზაფხულოდ აგორებული საპროტესტო ტალღის შეჩერება, ალბათ, გაძნელდება.”


არქივი    ზევით




RFE/RL logo


 
 
   
print e-mail