www.tavisupleba.org
newspressreviewprogramsspecialsrealaudiocontactarchive
 



golden century
Regional
New Europe
Round Table
Diaries
Invisible Devide
Studio10
Youth Program
A Week in Georgia
Cultural Chronical
Military Program
Music
Sports Program




 

აუდიო რეალურ დროში

აუდიოარქივი

გადაცემათა განრიგი

ჩვენი პარტნიორები

 

reports.rferl.org

www.rferl.org

RFE/RL Newsline

Caucasus Report

Voice of America



news header
 14 მაისი 2008 
 
  შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ისრაელში ჩავიდა
ქვეყნის შექმნის მე-60 წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. მას აეროპორტში დახვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი. ბუშმა ისრაელს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატია უწოდა და თქვა, რომ მას ტერორიზმის საფრთხე ემუქრება. როგორც ისრაელის პრეზიდენტთან, შიმონ პერესთან შეხვედრისას თქვა ჯორჯ ბუშმა, საჭიროა მუშაობა იმ მიმართულებით, რომ გონიერმა ადამიანებმა, რომლებსაც ისრაელთან მშვიდობიანად სურთ თანაარსებობა, მიიღონ ამის შესაძლებლობა.

 
  ჩინეთში, მას მერე, რაც მაშვლებმა აღმოაჩინეს, რომ პროვინცია სეჩუანის მიუვალ რაიონებში
მთელი ქალაქები განადგურდა მიწისძვრის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სინხუა იტყობინება, რომ ამჟამად დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 15 ათასს აღწევს. მაგრამ ზოგიერთი ინფორმაციით, დაღუპულია 20 ათასზე მეტი ადამიანი. გარდა ამისა, როგორც ვარაუდობენ, ათასობით დაღუპული თუ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანია შენობების ნანგრევებში დამარხული.

 
  შეერთებულმა შტატებმა უკუაგდო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,
სერგეი ლავროვის წინადადება თეირანისთის უშიშროების გარანტიების მიცემის თაობაზე ურანი გამდიდრებაზე უარის სანაცვლოდ. ლავროვმა თავის გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი წინადადებით შეიძლებოდა მიემართა ირანისთვის საერთაშორისო შუამავალთა ექვსეულს. მაგრამ ვაშინგტონმა დაადასტურა, რომ ამჟამად არ განიხილავს ირანისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას.

 
  ერაყში ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაიჭრა.
თვითმკვლელმა თავი აიფეთქა სუნიტური სკოლის დირექტორის დაკრძალვაზე სოფელ აბუ მინასირში, ბაღდადის დასავლეთით. თავად დირექტორი დღეს დილით მოკლეს. იტყობინებიან, რომ დაკრძალვას ესწრებოდნენ "ალ-ყაიდის" წინააღმდეგ მებრძოლი სუნიტები.

 
  იულია ტიმოშენკოს მომხრეები განაგრძობენ უკრაინის უმაღლესი რადის მუშაობის ბლოკირებას,
განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ ოთხშაბათს. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება კიევიდან, იქ უშედეგოდ დასრულდა ტიმოშენკოსა და პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შორის კონსულტაციები, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური კრიზისის გადალახვა.

 
  სერბიის ყოველდღიურ გაზეთ “ბლიცის” ცნობით, სერბიის დემოკრატიული პარტია და სოციალისტური პარტია,
რომელსაც ერთ დროს სათავეში ედგა სლობოდან მილოშევიჩი, სავარაუდოდ, მალე მიაღწევენ შეთანხმებას კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ. საპარლამენტო არჩევნები სერბიაში კვირას გაიმართა.

 
  ინდოეთის ქალაქ ჯაიპურში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
პოლიციის ინფორმაციით, სამშაბათს ჯაიპურში სულ ცოტა 7 აფეთქება მოეწყო. დაიღუპა 80-მდე და დაჭრილია 150-ზე მეტი ადამიანი. ჯაიპური ტრადიციულად მრავალ ტურისტს იზიდავს. ხელისუფლება აფეთქებებს “ტერაქტებად” მოიხსენიებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ისინი ისლამისტმა ექსტრემისტებმა მოაწყვეს. აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

 
  ყირგიზეთი აპირებს, უზბეკეთს გადასცეს ამ ქვეყნის მოქალაქე ერკინ ხალიკოვი
- მიუხედავად არაერთი პროტესტისა ადამიანის უფლებების დამცველთა მხრიდან. ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" ყირგიზული სამსახური იუწყება. უზბეკეთის ხელისუფლება ხალიკოვს ექსტრემისტულ მოღვაწეობაში ადანაშაულებს. ერკინ ხალიკოვმა, რომელიც ყირგიზეთში სასჯელს იხდის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, ყირგიზეთის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართა.

 




RFE/RL logo


 
   
print e-mail