www.tavisupleba.org
newspressreviewprogramsspecialsrealaudiocontactarchive
 



golden century
Regional
New Europe
Round Table
Diaries
Invisible Devide
Studio10
Youth Program
A Week in Georgia
Cultural Chronical
Military Program
Music
Sports Program




 

აუდიო რეალურ დროში

აუდიოარქივი

გადაცემათა განრიგი

ჩვენი პარტნიორები

 

reports.rferl.org

www.rferl.org

RFE/RL Newsline

Caucasus Report

Voice of America



news header
 11 მაისი 2008 
 
  სოხუმში გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის,
მეთიუ ბრაიზასა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ტეფტის მოლაპარაკებები აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის. განიხილებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხები. შეხვედრის შემდეგ ბრაიზამ განაცხადა: "მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობის დონე ამჟამად მაღალია. მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. ძალის გამოყენების თაობაზე ყველა ეს დისკუსია ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც გაეროს მეგობართა ჯგუფის წევრისა და შუამავლის სტატუსს. ეს იწვევს ჩვენს წუხილს, რომ ვიღაცას შესაძლოა სამხედრო მოქმედებების პროვოცირება სურს."

 
  საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანახმად, მიანმარში შესაძლოა
გაიზარდოს ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მათი შეფასებით, თუკი სტიქიური უბედურების ზონაში სასწრაფოდ არ იქნება განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარება, სიკვდილი ემუქრება დაახლოებით მილიონნახევარ ადამიანს. დღეს მიანმარის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვმა 28 ათასს გადააჭარბა. 33 ათასი ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. მილიონიდან მილიონნახევარ ადამიანამდე დარჩა სახლ-კარის გარეშე. თუკი მათ დახმარებას არ აღმოვუჩენთ, "წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედია მოხდება", აცხადებს ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელი. მმართველი ხუნტა დათანხმდა საერთაშორისო დახმარების მიღებას, მაგრამ არა ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეშვებას ქვეყანაში.

 
  დღეს სერბიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმარვთველობის ორგანოების
არჩევნები გაიმართა. პარლამენტი მარტში იქნა დათხოვნილი კოალიციურ მთავრობაში უთანხმოების გამო. მთავარი ბრძოლა გაიმართა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. ერთია კოალიცია "ევროპული სერბიისთვის", რომელსაც პრეზიდენტ ბორის ტადიჩის დემოკრატიული პარტია უდგას სათავეში. მეორეზე კი - სერბიის რადიკალური პარტია. როგორც იტყობინებიან, არჩევნები გაიმართა კოსოვოს სერბებით დასახლებულ ნაწილშიც, სადაც სერბმა ლიდერებმა საერთაშორისო ორგანიზაციების აკრძალვის მიუხედავად, კოსოვოს ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი პარალელური ორგანოების არჩევა გადაწყვიტეს. არჩევნების წინასწარი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 
  ლიბანის არმიამ კონტროლი დააწესა ვითარებაზე ბეირუთსა და ტრიპოლიში,
სადაც შაბათს ღამით შეტაკებები მოხდა მთავრობის მომხრეებსა და დაჯგუფება ჰიზბოლასთან ახლოს მდგომ რადიკალებს შორის. ჰიზბოლას შეიარაღებული რაზმები გაყვანილ იქნენ ბეირუთიდან, მაგრამ ამ ორგანიზაციის მიერ დაწყებული დაუმორჩილებლობის კამპანია გრძელდება. რიგი საავტომობილო გზები, მათ შორის დედაქალაქსა და აეროპორტს შორის დამაკავშირებელი გზა ჯერაც გადაკეტილია. უკანასკნელი 4 დღის მანძილზე ჰიზბოლასა და სამთავრობო ჯარებს შორის შეტაკებებში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 
  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეთანხმდნენ
ივლისში იაპონიაში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართონ დიდი რვიანის სამიტის კულუარებში. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, კვირას გამართული სატელეფონო საუბრის დროს მედვედევმა და ბრაუნმა ასევე განიხილეს ეკონომიკური კავშირების საკითხები და რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯები. უკანასკნელ ხანებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა რიგი პოლიტიკური მიზეზების გამო.

 
  ავღანეთში, ქალაქ ყანდაარის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა თალიბანთან კავშირში ეჭვმიტანილმა 200-მა პატიმარმა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან, შიმშილობის მონაწილეებს უკვე 6 დღის მანძილზე არ მიუღიათ საკვები. სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის თანახმად, პატიმრები მოითხოვენ მათი საქმეების გადახედვას და გამოძიების პროცესში ადვოკატების მონაწილეობას.

 
  ბაღდადში ძალაში შევიდა საზავო შეთანხმება მთავრობასა და რადიკალი შიიტი სასულიერო ლიდერის,
მოყტადა ალ-სადრის მომხრეებს შორის. როგორც იტყობინებიან, ზავს ორივე მხარე იცავს. ერაყის დედაქალაქში შეწყდა შეიარაღებული შეტაკებები. მარტის ბოლოდან სამთავრობო ძალები შეერთებული შტატების ჯარების მხარდაჭერით აწარმოებდნენ ფართომასშტაბიან ოპერაციას შიიტი რადიკალების წინააღმდეგ. შეტაკებებში ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ბაღდადის რაიონ სადრ სიტიში ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე გაჩნდა.

 
  სულ ცოტა 20 ადამიანი ემსხვერპლა გრიგალებს ამერიკაში, ოკლაჰომასა და მისურის შტატებში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზარალდა ორივე შტატის 150-მდე მცხოვრები. გრძელდება დაკარგულთა ძებნა. დანგრეულია ასობით სახლი. ზოგიერთ რაიონში გაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.

 
  ლიტვა აღარ შეაფერხებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
ამის თაობაზე კვირას ვილნიუსში გამოაცხადა ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფმა. ლიტვის, პოლონეთის, შვეციისა და სლოვენიის დიპლომატების განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა შეძლეს "მიდგომათა" გამონახვა, რომლებიც იქნება გამოყენებული ენერგომატარებლების მიწოდების, სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობისა და ზოგიერთ სხვა საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებების დროს.

 
  დღეს ჩადის მთავრობამ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ სუდანმა გადაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს მასთან
სუდანის დედაქალაქზე დარფურელი ლტოლვილების იერიშის გამო. სუდანი ჩადს დაფურიდან ლტოლვილების მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

 




RFE/RL logo


 
   
print e-mail