Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაგვის კვალდაკვალ


ნაგვის კვალდაკვალ
please wait

No media source currently available

0:00 0:06:26 0:00

საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პოლიტიკას საქართველოში ნარჩენების მართვის კოდექსი არეგულირებს, რომელიც ძალაში 2015 წლის იანვარში შევიდა. დოკუმენტი ნარჩენების მართვისა და გადამუშავების წესებს ადგენს. ეს პროცესი ოთხსაფეხურიანია. გულისხმობს ნარჩენების შემცირებას, მის ხელმეორედ და სხვა დანიშნულებით გამოყენებას და გადამუშავებას. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანამ კოდექსით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესრულება უკვე დაიწყო, თუმცა საქართველო, ნარჩენების მართვის კუთხით, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. როდის შეძლებს ქვეყანა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სრულფასოვნად მართვას. რა არის საჭირო იმისთვის, რომ დასავლურ სტანდარტებს მივუახლოვდეთ და რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღეს თბილისსა და რეგიონებში?

XS
SM
MD
LG