Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგონებს უყვართ მათემატიკა


გოგონებს უყვართ მათემატიკა
please wait

No media source currently available

0:00 0:50:16 0:00

„როცა უნდათ, რომ შემაქონ, კაცის ჭკუა გაქვსო, მეუბნებიან“ - თქვა ელენე ყარანგოზიშვილმა, კომაროვის სახელობის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ. ამაზე ეღიმება, რადგან უკვე მიჩვეულია სტერეოტიპებს. ელენე, მარიამ როყვასთან და სოფო ბრეგაძესთან ერთად, ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაში მონაწილეობდა. ელენემ ვერცხლის მედალი ჩამოიტანა, მარიამმა და სოფომ კი ბრინჯაოსი. ახლა ელენე ჰონგ-კონგში მიემგზავრება მათემატიკის 57-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე. როგორ ხდებიან გოგონები მათემატიკოსები? ეშინით თუ არა ბიჭებს „ჭკვიანი ქალების“? რას გვეუბნება ამ ამბავზე საგანგებო კვლევები? - ელენე და მარიამი „გენდერული ამბების“ სტუმრები არიან. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG