Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები კიბოს წინააღმდეგ


ქალები კიბოს წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:44:53 0:00

4 თებერვალს მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის დღე აღნიშნება. „ჩვენ შეგვიძლია, მე შემიძლია“ - ამ დევიზით უკვე სამი წელიწადია მიმდინარეობს კიბოსთან ბრძოლის კამპანია, რომელშიც საქართველოც არის ჩართული. ყოველწლიურად კიბოთი მსოფლიოში 8 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ექსპერტთა შეფასებით, 2030 წლისთვის ეს რიცხვი 13 მილიონზე მეტი გახდება.დამაიმედებელი სტატისტიკა ამ მხრივ არც საქართველოს აქვს, მით უმეტეს, რომ სპეციალისტები კიბოს ახალი შემთხვევების ზრდას, უმეტესად, დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში პროგნოზირებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უახლესი მონაცემებით, ყველაზე ხშირად ქალებში ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბო იწვევს სიკვდილს, კაცებში კი -ფილტვისა და პროსტატის. სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო და რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების აქტიური ჩართულობა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ეროვნული სკრინინგცენტრის თანამშრომლები - რადიოლოგი თამარ ჩარკვიანი და გინეკოლოგი თამუნა გოგოლაძე - კიბოსთან ბრძოლაში ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციული ზომების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება

XS
SM
MD
LG