Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა შეშელიძე


სტუმრად ჩვენს ეთერში: პაატა შეშელიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:40:36 0:00

5 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი. მან ილაპარაკა თვითმმართველობების ეფექტიანობაზე. მისმა ორგანიზაციამ გამოიკვლია საქართველოს "მუნიციპალიტეტების ინდექსი", რომელიც 2014 წლის მონაცემებს ეფუძნება და რომელშიც დეტალურად არის შესწავლილი 5 თვითმმართველი ქალაქის - თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისისა და ფოთის მმართველობების მუშაობა. პაატა შეშელიძემ აღნიშნა, რომ გამოკვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდათ მათ ქალაქებში მოსახლეობის საჭიროებებისა თუ ბიზნესის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის დიდი ნაწილი. მუნიციპალიტეტის შესახებ არასრულფასოვანი ინფორმაციის ფლობის პირობებში კი შეუძლებელია თვითმმართველობამ სათანადოდ განახორციელოს თავისი უფლებამოვალეობები. გამოკვლევის ავტორები თვითმმართველობის საქმიანობას სწავლობდნენ სამი მიმართულებით: როგორ ემსახურება ის მოსახლეობას? უჭერს, თუ არა მხარს მეწარმეობას? რამდენად ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია ის? შესწავლილი მუნიციპალიტეტებიდან ლიდერი აღმოჩნდა ბათუმი და მისი ეფექტიანობაც 100 ქულიანი შკალით 61,61 ქულით შეფასდა.

XS
SM
MD
LG