Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათო სიხარულიძე საქართველოს უსაფრთხოების საკითხზე


დათო სიხარულიძე საქართველოს უსაფრთხოების საკითხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:36:31 0:00

26 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დათო სიხარულიძე, "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო 25 წელიწადზე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. დათო სიხარულიძე თვლის, რომ ბოლო 25 წელიწადი იყო უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებისთვის და მთლიანობაში მეტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ვიდრე უიმედობის. ის ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს ერთადერთი და პრაგმატული არჩევანია. დათო სიხარულიძემ ილაპარაკა ნატოს ღონისძიებებში, მათ შორის ახლახან საქართველოში ჩატარებულ სამხედრო წვრთნაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. "დილის საუბრების" მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს. დათო სიხარულიძე გამოეხმაურა ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტსაც: "ეს არის თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ოკუპანტი ქვეყნის", განაცხადა მან. დათო სიხარულიძე თვლის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ასეთი მოქმედებად ოკუპანტ ქვეყანას უნდა დაუჯდეს მაღალ პოლიტიკურ ფასად. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 24-25 მაისს გაიმართა თბილისში. ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივის განხილვისას, დათო სიხარულიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს საკეთებელს და იმას, რომ ამ საკითხს მხოლოდ სხვა ქვეყნების ლიდერები არ წყვეტენ.

XS
SM
MD
LG