Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ავალიშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან ავალიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:34:20 0:00

21 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) გამგეობის თვმჯდომარე. მან ილაპარაკა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ ბიზნესებზე, რომელთა საქმიანობაც საქართველოს უკავშირდება. IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში - "ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები" - აღწერილია არაერთი შემთხვევა, როცა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების გავლით საქართველოში რუსეთის კაპიტალი შემოვიდა, გასხვისდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, აგრეთვე როგორ გამოიყენეს ოფშორული ზონა კონკრეტული კომპანიის ინტერესებისა და სახელმწიფო ქონების არამიზნობრივად განკარგვისთვის. ლევან ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ოფშორული კომპანიების მთავარი მინუსი გაუმჭვირვალებაა. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ უნდა განისაზღვროს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროები, რომლებში ოპერირებისთვის გამჭვირვალების მეტი ხარისხი იქნება სავალდებულო. გარდა ამისა, IDFI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას - გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივად განკარგვის, ფულის გათეთრებისა და გადასახადების დამალვის შემთხვევები, მაღალი თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში კუთვნილი კომპანიების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტები. IDFI აგრეთვე მოუწოდებს პარლამენტს გაიზიაროს ევროპარლამენტის პრაქტიკა და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლენას საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

XS
SM
MD
LG