Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ კობალაძე მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტზე


19 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ კობალაძე, "ევროპის ფონდის" პროგრამის უფროსი მენეჯერი. მან ილაპარაკა "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც ოთხშაბათს მეორე მოსმენით განიხილეს დეპუტატებმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. კანონპროექტის ინიციატორი და ავტორია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, რომლის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა ოპონენტებს შეახსენა, რომ საქართველომ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, მასში ყველა შესაბამისი უწყება მონაწილეობდა და წინააღმდეგობა არ ყოფილა, დღეს ის უკვე მიღებულია პირველი მოსმენით, რის გამოც პრინციპების დონეზე აღარაფერი შეიცვლება. ვახტანგ კობალაძემ, რომელიც ესწრებოდა 18 მაისის საკომიტეტო განხილვას, აღნიშნა, რომ მთავრობის პოზიცია დიდად არგუმენტირებული არ იყო. განსაკუთრებულ დისკუსიას იწვევს პროდუქტის უმიზეზოდ დაბრუნების რეგულაციის საკითხი, აგრეთვე მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი და ა.შ.. ვახტანგ კობალაძემ ილაპარაკა აგრეთვე "ევროპის ფონდის" მიერ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულაციაზე მომზადებულ ანგარიშზე, რომელიც ასახავს 2015 წლის მდგომარეობას. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ დიდად არაფერი შეცვლილა, რომ სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად ნაბიჯები გვიანდება მრავალი მიმართულებით და არ მიჰყვება ევროკავშირთან შეთანხმებულ გრაფიკს.

XS
SM
MD
LG