დაკარგული შიტიკოვი რუსეთში იპოვეს
ერთი წლის წინ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურე რომან შიტიკოვი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, ნაპოვნია. ეს განცხადება „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ გააკეთა. ოსური მხარე ერთი წლის განმავლობაში უარყოფდა შიტიკოვის დაკავების ფაქტს. ყოფილი სამხედრო მოსამსახურე გასული წლის აპრილის თვეში ახალგორის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა, დღეს კი უკვე ცნობილი გახდა, რომ იგი თავს კარგად გრძნობს და იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, სადაც დევნილის სტატუსი მიიღო.
ეპიზოდები
-
მარტი 19, 2024
ვის დარჩება ბახმარო?
-
მარტი 11, 2024
შვილი: გელა მთივლიშვილი
-
თებერვალი 24, 2024
უკრაინელი და რუსი პირისპირ
-
თებერვალი 22, 2024
დეპორტაციის ისტორია - დააბრუნებენ ქართველების ოჯახს ავსტრიაში?
-
თებერვალი 17, 2024
ბიძინა ბარათაშვილი - 8 ფოტო არქივიდან