Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ჩემპიონატზე მარცხის შემდეგ არგენტინაში გამოსვლები მოეწყო


13 ივლისს, ღამით, ფეხბურთის გულშემატკივრებმა ბუენოს აირესის ცენტრში გამოსვლები მოაწყვეს მას შემდეგ, რაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში, რიო დე ჟანეიროში, არგენტინის ნაკრები ანგარიშით 1:0 დამარცხდა გერმანიის გუნდთან. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც აგურებს ისროდნენ და ვიტრინებს ამსხვრევდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა 15 პოლიციელი, დაკავებული 30 ადამიანი. (როიტერსი)

XS
SM
MD
LG