ჩვენს შესახებ

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.



ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:43

ვიდეოარქივი

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

თსუ-ში სწავლა სტუდენტების პროტესტით დაიწყო

გამოქვეყნდა 17.09.2012

17 სექტემბერს, სწავლის დაწყების პროცესთან ერთად, სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტით გამოვიდნენ. ისინი კვლავ ბაზების გამართვას, დათხოვნილი ლექტორების დაბრუნებასა და უნივერსიტეტის პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებას მოითხოვენ. სტუდენტებთან შესახვედრად უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დეკანი ანდრო ბარნოვი გამოვიდნენ, თუმცა კონსტრუქციული საუბარი მათ შორის მაინც ვერ შედგა.


ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი